მე უკვე მოვკვდი
მე ანრი გოგიტიძე შავ დღეზე დაბადებული უბედური ჩემი თავი არცკი მინდა გავიხსენო მაგრამ ჩემი ბედისწერა მინდა ყველას მოვახსენო ღმერთმა მწარე ბედი მომცა გულით აღარ გამაცინა რად მინდოდა მე სიცოცხლე სულიერი გამაჩინა რად გამაჩინე ბუნებავ რად ამიხილე თვალია ვიყავი და აღარავარ ვით ნამდვილი ზღაპარია ქვეყანაზე სიხარული ყველაფერში დამეძირა რაც ხომალდი გავაკეთე ყველა წყალში ჩამეძირა რავიცოდი ასე უცებ მომაკითხავდა სიკვდილი რა უბედური ვყოფილვარ მე შავდღისთვის გაჩენილი ნაადრევად მივატოვე ჩემი მზიანი უბანი ასე გავლიე ცხოვრება ასე დასრულდა ყოველი მაპატიე ჩემო დედავ მერომ ეს დღე მოგასწარი რავქნა სიკვდილმა მესტუმრა ვერსად ვეღარ გავასწარი თქვენ ჩემი იმედი გქონდათ თურმე ამაში ცდებოდით ეს რა იცოდი დედიკო უცებ თუ მოგიკვდებოდი შენმა წივილმა კივილმა ვერ გამაღვიძა მკვდარია მაყარე შენი ალერსი რამდენი ცრემლის ღვარია ვერა და ვერ გამაღვიძეთ ვერ ამიხილეთ თვალია ვერ გავანძრიე სხეული ვერ წამოვწიე თავია მე განა ასე მინდოდა ? რომ დაგიხეთქეთ გულები მერე ვერაფერს უშველი რომ აბრუნდება ურემი მივდივარ და თან მიმყვება ჩემი დის ფიქრი დარდი შენს კალთაში ამოზარდე ჩემი გულის ერთი ვარდი ჩემო კარგო ბებიებო თქვენც ხომ კარგად დამამშვენეთ ჩემს ატირებულ დედ-მამას მიხედეთ და მიეფერეთ მეხომ სიცოცხლე მინდოდა დიდი გზა მქონდა სავალი 14 წლისამ გავლიე ჩემი თავგადასავალი მთიდან მდინარე ჩამოდის მოედინება ბარადა ანრი მქვია სახელად გოგიტიძე ვარ გვარადა l.beridze 26.03.2016 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.