შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მცივა


10-12-2016, 21:15
ავტორი nini5
ნანახია 1 768

მცივა,შენს თითებში შემომიშვი გასათბობად,
სუსხმა გზები შემიკრა და ვიკარგები,
ნაჭადრალთან იმედები დგანან ობლად,
აღსარებით,მიტევებით მინაღები...
მცივა,ფიქრი ბავშვობაში მიმაქანებს,
ცამდე აწვდილ ფერად მთებში დამატარებს მოგონება,
ქარაფებზე ათინათი გადაღებავს მინანქარებს,
მე ნიავი შენი სუნთქვა,შენი სითბო, მეგონება...
ავიჩემებ გადამალულ,მიძინებულ ზღაპრის განცდებს,
შენს ხელებში ბავშვად ქცეულს სევდა წავა მიმატოვებს,
შენი გულის ძგერის ჰანგი მინდა ზღვისფერ ღრუბლებს გასცდეს
და შევიგრძნო სიყვარული როგორ ებრძვის სიმარტოვეს...
ახლა ზეცა დედამიწას ზეწარივით ეფარება,
თითქოს სადღაც კლდის კიდესთან ვდგევარ შიშით,მორიდებით,
თითქოს დღეს ვარ ის პატარა ანცი ბავშვი-უკარება
და მჯერა რომ,შენ და ფიფქი ჩემს საშველად მოფრინდებით...
განთიადზე შეგიგრძნობ და გაგიტაცებ მზესთან მაღლა,
და ამ ბავშურ სითამამეს დავაბრალებ თოვლის ნამქერს,
არ მინდა რომ მზის სხივებმა შემამჩნიონ სევდა,დაღლა,
არ მინდა,რომ შენს თითებში ჩემი გულის ფეთქვა გაქრეს



№1 სტუმარი nino

gciva ki ara istoriis dasasruls velodebit xalxi.. :D

 


№2  offline წევრი nini5

გავაგრძელებ საყვარელო ნახევარი დაწერილი მაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent