შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნები შენც ბედნიერი


14-12-2016, 14:47
ავტორი miraaa
ნანახია 1 535

რაც არ უნდა გააკეთო, ეს დღეები მიდის მალე
და გინდა ეს შენ თუ არა, მაინც ყველაფერს ჰფენს ნათელს.
ამბობენ, რომ დრო შველის და ის ყვრლაფრის მკურნალია,
მაგრამ არა სიცრუეა, მას შეჩვევის უნარი აქვს.
როგორ მალე გადის ეს დრო, წამში მთავრდება ერთი დღე,
ზოგჯერ გაკარგინებს იმედს და ოცნებებს უკარგავს ფერს.
ცხოვრებას ხომ ყველა ჩვენი პოზიციიდან ვუყურებთ,
ზოგჯერ მისგან კარგს მოველით, ზოგჯერაც მხოლოდ ყურს ვუგდებთ.
მიყვები დინებას და არ იცი შენ ის სად წაგიყვანს,
თითქოს რაღაც ძალა გმართავს და არ იცი სად მიგიყვანს.
ძლიერ გტკივა გული, როცა ყველა იმედი გიქრება
და სული გიმწარს, როდესაც ყველა ოცნება იმსხვრევა.
თითქოს რაღაცას დაეძებ, ვერ პოულობ, უკან იხევ,
შენში იმედები კვდება, ცრემლები გდის თვალზე ისევ.
მირბიხარ, გინდა გაიქცე, მაგრამ ტკივილია ყველგან,
თითქოს შენი ოცნებები სხვისი ბედისწერა ხდება.
მოგბეზრდა ეს ცხოვრება და არ გახარებს არაფერი,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხომ მხოლოდ სიცრუეს აწყდები.
იკეტები შენთვის მარტო და არავის უშვებ კარში,
სულ შენს პრობლემებზე ფიქრობ, იძირები უფრო მასში.
სიყვარულისიც აღარ გწამს, რადგან გიღალატა ყველამ,
მხოლოდ წარსულით ცხოვრობ და შენს მომავალს ვეღარ ხედავ.
ვერ წარმოგიდგენია, რომ ერთ დღეს ტანჯვა დასრულდება,
იქნები შენც ბედნიერი, ოცნებები ასრულდება.
თუ კი ახლა თავს ცუდად გრძნობ იფიქრე კარგ მომავალზე,
უფალი გამოცდას გიწყობს უფრო ძლიერი რომ გახდე.
ეგ ცრემლები და უბედური ცხოვრება წავა მალე,
დაელოდე, რადგან დიდი სიხარული მოვა კარზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent