ეძღვნება სოფელ შინდისში დაღუპულ 18 გმირს
აგვისტოს დღეა მზიანი, დარი უცებ ბოროტმა ჩამოჰკრა ზარი; აგვისტოს დღეა მზიანი, დარი აფორიაქდა მთა, ველი, ბარი. შეწყდა ჭიკჭიკი მერცხალთა ლტოლვა, შეწყდა კამათი მეზობლებს შორის, წვიმის წვეთებმა დაიწყეს გლოვა დადგა დღე ტანჯვის ქალაქი გორის. რუსნი მოდიან აყვირდა ხალხი და ჟრიამულმა იხურა თალხი, მიმოიფანტნენ სიცხეში, ქარში დიდი-პატარა ამ ცოდვა ბრალში. მზიანი დარი იქცა ავდარად, თვით მშვიდობამაც დაჰკარგა გონი, ნეტავი ასე რამ გაგამწარათ თავს რომ დაგვესხით, ვითარცა ქორი. ატირებულან ხეზე ფოთლები, ატირებულან მთები-ველები, წყვდიადმა იწყო განგებად გლოვა, მდელოს მოედვნენ როგორც გველები. აფორიაქდა ერი ქართველი, თავის საშველად მირბოდა ყველა, დარჩენილნი კი სახლში, ტაძრებში მაღალ ღმერთისგან ითხოვდნენ შველას. უცებ გამოჩნდა კაცი რჩეული დიდი ღვთისაგან გამორჩეული, მაღალი, უხვი , ულვაშიანი კაცი მებრძოლი დავლათიანი. ტანზედ ემოსა ფორმა ქართული მრავალ ბრძოლაში იყო ჩართული. იხმო ვაჟკაცი მხარბეჭიანი, ამცნო სიტყვები მარად მზიანი. ,,,ჰეი თქვენ ძმებო ქართველნო გთხოვთ მოვიკრიფოთ ყველამ გონება, ერთურთს ჩავსჭიდოთ სუყველამ ხელი, თორემ გვაქცევენ სხვები მონებად. ფეხქვეშ გაგვთელავს მტერი გრძნეული, დაგვავიწყებენ ჩვენ ქართველობას, მარად ვიყავით ხალხის რჩეული და ბრძოლის ნიჭით გამორჩეული. ახლა კი ჩვენი ყველას ვალია დავიცვათ მიწა ღვთისგან შობილი, სიკვდილს ჩავხედოთ ყველამ თვალშია და მუდამ ვიყოთ უკვდავყოფილი. ბოლოს კი გეტყვით ძმებო ქართველნო არ დავემონოთ არვის დიდებას, ნუ შეშინდებით გულით ამას გთხოვთ და მოვიპოვებთ ჩვენ გაბრწყინებას." ასე მიმართა დავლათიანმა და უცაბედად ღვთის სამსჯავროზე დაისადგურა ბნელმა წყვდიადმა და ანგელოზნიც აღარ გალობდნენ. გავიდა დრო წუთი, წამები ცაში გიასმა ტყვიის ზარები, ამას დაერთო ფონად კივილი, კივილს თან მოჰყვა დედის ტირილი. ჯარი ქართული წამოსდგა ფეხზე, უმალ სისწრაფით განლაგდა მთებზე, დაიწყო ბრძოლა დაუნდობელი, სისხლმა დაფარა ქართლისა ველი. ბევრი ვაჟკაცი მიწას დაეცა, ბევრიც კი სიკვდილს წამით გაექცა, ბევრიც მოიცვა ზიზღმა ველურმა, ბერსაც კი ბოლოს უმტყუვნა გულმა. მზემ მიიხურა ბინდის საბანი და მიიძინა მყინვარის წვერზე, შავ სამოსელით მოსა მთა-ბარი და მოავლინა სიბნელე ველზე. დავლათიანი ბიჭებთან ერთად მოუწყვდევიათ ალყაში ჯარებს, თვრამეტი კაცი უამრავ მტერთან არრა უფრთხიან ტყვიისა ქარებს, რადგან ყველას სურს მათგან მშვიდობა, არ შემჩნევიათ ჯერ დაღლილობა, ქვეყნის დაცემა ანაღვლებს ყველას და არვინ ელის ვინმესგან შველას. სიკვდილის ზარმა ჩამოჰკრა სამჯერ, სინათლის შთანთქმა იწყო წყვდიადმა, კარი გააღეთ უბრძანა ცაზედ სამოთხის დარაჯს ღმერთმა დიადმა. მთვარეც გამოჩნდა ცის კაბადონზე იდუმალი და მარად მღიმარი, მაგრამ ქართველთა ცხედართა ფონზე უმალ გარდიქმნა გახდა მტირალი. ზოგი უგონოდ მიწაზე გდია, ზოგიც კი ითვლის სიცოცხლის წუთებს, სიკცდილს ხომ მაინც თავის მიაქვს რუსებთან ერთად ქართველთ რომ უტევს. დადგა დრო-ჟამი აღსრულებისა და თვრამეტივე ზურგზედ დაეცა, სოფელ შინდისის დაწყევლილ ველზე სიკვდილს მკლავებს ვერვინ გაექცა. დავლათიანი ძმისწულთან ერთად გაშლილ მდელოზე მისვენებულა, თავდადებულნი ორივე ღმერთთან საიქიოში წაბძანებულან. სახლში კი დედა მუხლებზე მდგარი, შვილის სიცოცხლეს ღმერთს შეავედრებს, უზომოდ მოსთქვამს ტირის საწყალი ლამაზ თვალთაგან აფრქვევს ხავერდებს. დედაო ღვთისავ წმინდა მარიამ, დედა ხარ უფლის და, როგორც დედას გულის წუხილი მრავალგვარია და გევედრები შვილისა შველას. ასე მოსთქვამდა მწუხარე დედა, თან სჰესცქეროდა ანთებულ სათელს. მტერო გრძნეულნო ამად ღირს ნეტავ? თქვენ იმ ქვეყნადაც ვერ ჰპოვებთ ნათელს. ასე დასრულდა აგვისტოს ეს დღე, სისხლით დასვრილი და ულმობელი, ჩვენი თვალები ნაღვლიანები მარად იქნება შეუშრობელი. მამაო ჩვენო ამად ღირს ნეტავ? ქაღთველი ერის ტანჯვა, წამება, ამ სატანური წარსულის დღეთა მგონი აღარ ღირს მათი წვალება. მათი სიცოცხლე სულ არ გადარდებს?! მათთვის სიმშვიდე სულ არ გწადია?! შენი სახელიც არა განაღვლებს მათ გულებში რომ დიდი განძია? იცოდე მოდგმა თუკი გაწყდება, ან კაცთა ერი გადაგვარდება, შენივ სახელიც მაგ ხალხთან ერთად მიწის წყვდიადში დასამარდება. ლექსის ბოლოს კი მივმართავ იმათ, ვისაც კი ჩვენთვის მტრობა სწადიათ, წადით მოგვშორდით, გვაშორეთ გესლი მიხედეთ იმას რაც გაბადიათ. მტერო გრძნეულნო თქვე უდღეურნო ვერაფერს ჩვენგან ვერ ეღირსებით, ქართველები ვართ მუდამ გახსოვდეთ ძალით თუარა გჯაბნით ღირსებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.