შენ!
და შენ წყარო ხარ მწყურვალთა გზაზე ზაფხულში ცივი და გაყინული მე დერვიში ვარ შენ გზაზე მყოფი ნაცემ-ნაგვემი და გარიყული შენა ხარ შვება ცოდვილთა გულში მე კი მათი წყეული სინდისი შენ აგვისტოში ნანატრი წვიმა ხარ მე ვარ ყინულში ჩაფლული ივნისი შემოდგომა ხარ ფოთოლცვენაში გაზაფხული ხარ ყვავილობისას მე ზამთარი ვარ თოვლისდნობაში და ბრმა ტყვია ვარ ნადირობისას შენ სიყვარულის გაელვება ხარ გულის რიტმი ხარ აფეთქებული მე შორეული ტყის ნადირი ვარ ქვემეხის ხმაზე დაფეთებული შენ ხარ იმედი მომაკვდავისა თვალზე ცრემლი ხარ ბედნიერების მე მათ გულებში ჩუმი შიში ვარ ნაკლი ვარ მათი მშვენიერების ჩვენ ერთად ყოპნა არ გვიწერია ჩვენი კავშირი თვით ღმერთმა დაგმო შენზე ფიქრებმა ტანჯვამ წამებამ მე დამაბერა სამარეს ჩამდო ათასი წელიც რომ გავიდეს კვალას ისევ ამოვალ იმ სამარიდან გზას დავადგები გზას შენსკენ მავალს და კვლავ დავიწყებ ამ ლექსს თავიდან შენ დილის ცაზე მზე ხარ კაშკაშა მე კი მთვარე ვარ ჩამქვრალი ღამის შენ ვარსკვლავი ხარ გზააბნეულთა მე კი სიო ვარ ნათრევი ქარის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.