შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერე რა არის?


22-12-2016, 12:34
ავტორი miraaa
ნანახია 1 525

შენი სახე დაილექა ჩემს გულში და გონებაში,
სითბოს ვგრძნობ და თითქოს ვიწვი, რადგანაც მხვევ ცეცხლის ალში.
არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა: ბედნიერება თუ სევდა?
შენ ორივე მოგაქვს ჩემთვის, აი, ლექსს ვწერ შენზე დღესაც.
იმედი მაქვს, რომ გაიგებ ოდესღაც ჩემს სიყვარულზე,
დიდი ხანი კი ვითმინე, მაგრამ ვეღარ ვუძლებ უკვე.
ვხედავ ჩემს ირგვლივ სამყარო, როგორ უფერული ხდება,
ზემოთ მზე და მთვარე ქრება და ჩემი ვარდებიც ჭკნება.
ეს ლურჯი და ლამაზი ზღვა ამ ფერს კარგავს, ხდება შავი,
და ეს ცოცხალი ბუნება სულ წამებში ხდება მკვდარი.
ცაზე ჩემს ვარსკვლავებს აქრობ და შემოგაქვს დიდი ნისლი,
ალბათ დღსაც გაწვიმდება, რა იქნება ხვალ, არ ვიცი.
როგორც ყოველთვის შენს სახეს ვერ ვიშორებ თვალებიდან,
თითქოს ყოველჯერზე ვკვდები, ასე ყოფნა აღარ მინდა.
რამდენჯერ უნდა მოგწერო, რამდენი ლექსი მოგიძღვნა?
ალბათ არცერთს არ ნახულობ, მაშინ უგულო ყოფილხარ.
შენი დიდი სიყვარული გულშიდაც და სულშიც მე მაქვს,
შენ სიტყვაც არ გემეტება და ჩემს გარდა ამჩნევ ყველას.
მხოლოდ შენ ხარ ვისზეც ვფიქრობ, ვის გამოც გულში სულ ვტირი,
საკუთარ თავს ვაძლევ იმედს და მის ახდენამდე ვიცდი.
მაგრამ ამანაც დამღალა, სულ ჩემი თავის რწმუნებამ,
ოცნებამაც გადამღალა და მიმატოვეს ფიქრებმაც.
მე ვარ პიროვნება ვისაც, უსასრულოდ ეყვარები,
მე ვარ ვისაც სჯერა შენი და გენდობა ყველაფერში.
მერე რა არის თუ კი შენც შეცდი, შეუცდომელი ხომ არავინაა?
მერე რა არის თუ შენც გაქვს ნაკლი, მე შენი ყველა ნაკლით მიყვარხარ.
მენატრები და სულიც კი მტკივა, გულში ლახვარს მცემს მე შენზე ფიქრი,
მერე რა თუ კი შორს ხარ ან ახლოს, მე სიკვდილამდე მაინც შენ გიცდი.
ვფიქრობ, რა აზრი აქვს ამ ჩემს სიტყვებს, თუ შენს ყურამდე ვერ მოაღწია?
ან რა აზრი აქვს ამ ძლიერ გრძნობას, თუ შენს გულამდე ის არ მოვიდა?
და რომ ვიცოდე ახლა სადა ხარ, შენამდე მანძილს ფეხით ვივლიდი,
თუნდაც ეს იყოს დასალიერი, მე ამ გზებს მაინც გამოვივლიდი.
რომ მიდიოდე სულ სამყაროდან, იქაც კი მარტოს არ გაგიშვებდი,
შიძლება შენგან შორსა ვარ მაგრამ გულით ყოველთვის შენთან ვიქნები.
მაგრამ მე მაინც მენატრები და სულიც კი მტკივა მე შენზე ფიქრით,
მერე რა თუ კი შორს ხარ ან ახლოს, მე მაინც სიკვდილამდე დაგიცდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent