შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდამ მოიწყინა


2-01-2017, 00:58
ავტორი ნიკუშა
ნანახია 1 587

ერთხელ გაკოცებ
გულში ჩაგიკრავ,
ჩემს ოცნებებში
გვირგვინს დაგადგამ.
თვალებში გიყურებ,
მზერით მატყვევებ
რატომ ვიბნევი?
მე ეს მაკვირვებს.
ჩაგივლი თითქოს
არ მანაღვლებდე.
გულის სიღრმეში
ცრემლებს ვაგროვებ.
უთქმელ სიყვარულს
და უთქმელ გრძნობებს,
სად ატყვევებენ?
ნეტავ ვიცოდე...
გადის წუთები და
გადის წამები,
ეგ შენი ღიმილი
სულ მთლად მაგიჟებს.
მაგრამ ვერ ვამბობ,
ვერვის ვერ ვუმხელ,
შენზე ვფიქრობ და
დარდი მაწუხებს.
ნუთუ ძნელია რომ გამოგიტყდე?
თუმცა ძნელია
წამით რომ დავფიქრდე.
ისევ ის მზერა!
მე რომ მატყვევებს,
სულ გადამრევს და
სულ გამაგიჟებს!
ნუთუ ვერა გრძნობ?
ნუთუ ვერ ხვდები???
სხვისკენ მზერას რომ
არასდროს არ ვიჭერ?
ისევ ჩუმი ხარ და იდუმალი,
როგორც ბინდის დროს
ცის სილამაზე.
ახლა ღამეა და
ვცდილობ ვჯღაბნო,
რომ გამოვხატო ეს სიმარტოვე.
ღამის წყვდიადში ჩამძირავს ფიქრები
გაიძვერა და მოხეტიალე...
მაგრამ თან მიყვარს
ეს ბნელი ღამე,
ვუყურებ მთვარეს და შენ გადარებ.



№1  offline წევრი ნიკუშა

ნონორე
ვიგრძენი...ყოჩაღ.

მიხარია რომ მოგეწონა<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent