მოდი გალაკტიონ!
მოდი გალაკტიონ!.. ცოტა მომისმინე, ვცდი და განვიხილავ მე შენს "მესაფლავე"_ს. როგორც ლექსში ბრძანებ - მე ვერ გეთანხმები, მიწა ადამიანს სულ, რომ ასამარებს. უკვე მერამდენე წელმა გაირბინა, ქალაქს შედევრებით ვეღარ ალამაზებ. მაგრამ მაინც გვახსოვს შენი სათნო სახე, შენი ლექსებიდან თქმული სილაჟვარდე. მოდი გალაკტიონ!.. ცოტა მომისმინე, მაგ შენს მესაფლავეს არ სწამს ერთგულების - რადგან ორგულებმა სატრფო დაივიწყეს, მერე სუფრა მართეს მათი შეუღლების. მაგრამ გალაკტიონ, რატომ არ დაწერე, ყველას რომ უდგება "რაღაც" ფიქრის წამი. სადაც მიტოვებულთ მუდამ იხსენებენ, სადაც მიმტოვებლებს ავიწყდებათ თავიც. მათ ხომ ნამუსი აქვთ მათ წინ შელახული, სატრფოს ღალატისთვის საფლავს ვერ უვლიან. ფიქრობს, რომ აღარ აქვს ნება მასთან მისვლის და ღობიდან უცქერს ერთ დროს "მის გულიანს". . . . "ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდებათ." რად არ ფიქრობ გალაკტიონ - გულს სიცოცხლე, რომ აკლდება მაშინ, როცა საფლავიდან სიყვარული იღიმება. ჰო! ძნელია მოღალატემ საფლავს ისევ მიაკითხოს, მიცვალებულს რა მოუყვეს - საწოლს სხვასთან, როგორ იყოფს?! ნუ შეცდები გთხოვ პოეტო - ვერვინ ვერას ვერ ივიწყებს, ეს უბრალოდ "მის" გარეშე უმისობის სწავლას იწყებს. და ან თუნდაც ... მესაფლავე ... ის ხომ მოკვდა რახანია და ცოდვილ წყვილს შეუღლება გვახსოვს, რომ ვერ აპატია. სულ ეს იყო გალაკტიონ, ვფიქრობ მიხვდი ჩემს ნაბოდვარს, შენ ხომ წადი... მეც ხომ წავალ... დავივიწყებ ყველა მოყვასს?! არა! მე მწამს ვეხსომები სხვას თუ არა - ვინც მე მიყვარს, მერე რაა თუ ჩემს საფლავზე წითელ ვარდებს ვერ მოიტანს. ან მე სად ვარ გალაკტიონ - თაობებსაც კი გადაგცეს, მეტჯერ ის, რომ მიცვალებულს ივიწყებენ - აღარ დაგცდეს. შენს საფლავზე არ ვყოფილვართ საქართველოს ნახევარი, მაგრამ მაინც ყველა ვგრძნობთ, რომ სულიერად ვერსად წადი. ყველას გრძნობს, რომ მერი იყო შენთვის ერთადერთი ქალი და ამ ლექსით " მესაფლავე" შეაყვარე ბევრსაც თავი. . . . ხედავ გალაკტიონ ეხლა როგორ ვბოდავ, იქნებ დაგღალე და ცოტა მეც გამიწყრე. მაგრამ აზრს არ ვიცვლი - ყველას ყველა ახსოვს, ზოგი გამოხატავს, ზოგი ვერა ფიქრებს. ეს კი გალაკტიონ წლებმა გაამყარა, უკვე წლებია, რომ ლექსებს ვეღარა წერ. ხედავ? წახვედი და მაინც ყველას ახსოვს, შენი ლექსებიდან თქმული სილამაზე... ჩუმი 'პოეტესა' ვგიჟდები მე ამ გოგოზე!!! მართლა მაინტერესებს გალაკტიონი,რომ ცოცხალი იყოს,ამ ლექსზე როგორ გამოეხმაურებოდა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.