როცა დაწვება ნისლი მთებს შორის
როცა დაწვება ნისლი მთებს შორის, როცა შავი ცა გადალურჯდება, როცა ნადირნი იწყებენ სირბილს, როცა ტყის მეფე გამოფხიზლდება. როცა ჩიტები ქარგავენ ნახატს, ჰაერში გაჭრით დასჭექენ ყივილს როცა სოროდან თაგვი გამოვა და გაუყვება ნამცეცთა ბილიკს. როცა შვლის ნუკრი მოწიწკნის ბალახს,როცა ზღვას თევზთა რკალი ერტმევა მაშინ გაიგებთ იმ კაცის ყვირილს , რომლის დანახვაც არ შეგვეძლება. როცა დაუშვებს ცოცხალი წვიმა, როცა გამოვა ცას ცისარტყელა, მიწა როდესაც შეწყვიტავს ბორგვას , როცა უდაბნო დაიწყებს გლოვას. როცა სულ ყველა... ბუნების მკვიდრნი ,ერთად გამოვლენ ღამით მდელოზე ერთი განზრახვით ერთი სურვილით, ერთად იზრუნონ საქართველოზე. როცა ხმაგავა ჩვენს ფარგლებს მიღმა, ჩიტი-ჩიტს იხმობს ცხოველი-ცხოველს, როცა ამაზონს ხმას მიაწვდენენ , ამ ჩვენს პატარა მწვანე მდელოზე. მაშინ გაიგებთ იმ კაცის ყვირილს, მაშინ გიჩნდებათ გულს ნაპერწკალი, ერთი იკითხავს ამირანია ?? არა !.. ყიჟინა.. მთების , მდინარის , ხეების , ქვების , მიწის , ცისკარის , ჰაერის , გრძნობის , გამოცოცხლების და სიყვარულის ჟამთა წამზომის. და თუ გაიგებთ ხმას ბუნებისას, თუ ჩაუწვდებით აზრს სიტყვებისას , მდინარე მღერის მასაც მოუსმენთ... ბანსაც გაიგებთ დინჯი მთებისას. გიყვარდეთ ჩვენი პატარა სუნთქვა, საქართველო ხომ დიდი ბავშვია , ბავშვი რომელსაც ფერება უყვარს და წინაპართა ნაფერებია. აი როდესაც ჟამი დადგება , როცა ჩვენც ვიგრძნობთ სამშობლოს ტკივილს , მაშინ დასჭექენ ბებერი მთები ყველა გაიგებთ წინაპართ ყვირილს. როცა დაწვება ნისლი მთებს შორის , როცა შავიცა გადალურჯდება , როცა ნადირნი იწყებენ სირბილს როცა სამშობლო გამიცოცხლდება .... . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.