შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთო, როგორ მინდა..


11-01-2017, 12:56
ავტორი margaret
ნანახია 1 726

ღმერთო, როგორ მინდა, რომ დღეს სიყვარულმა,
ყველა ჩემს უჯრედში ერთად გაიაროს.
უცებ სიადვილე ნახოს ყველა რთულმა,
წვიმამ ყველა ქუჩა თქეშით დაიაროს.
ფიქრებს აყოლილი, გრძნობა დაკარგული,
როგორც ცივი მთვარე ცაზე დარჩენილი,
ვერა და ვერ მიბამს დიალოგებს გული,
მხოლოდ სიჩუმეზე ვყავარ დაჭერილი.
დღეებს ერთად ვითვლით მე და აპრილის თვე,
თავად სიცივის და მე კი უშენობის.
სულ ერთი სიცოცხლით ადრე - განკითხვის დღე
დადგა, და გონება ეჭვებს ვერ იშორებს.
სადღაც თუ ოდესღაც შევცდი, ვერ გავთვალე,
მინდა ამ ცხოვრებამ კვლავაც მაპატიოს,
მხოლოდ ნუ წამართმევ, მევე მიმათვალე
ყველა შეცოდება მისი, ნუ დამინდობს.
მხოლოდ ერთი მიკვირს, მხოლოდ ერთი მაფრთხობს,
ამდენ სიცივეებს ერთად გავუძელით.
მერე გაშმაგებით მარტი აღარ მათრობს,
ყველა კვირტი მოკლა, ყველა ასფურცელი.
ნეტავ სიადვილე ნახოს ყველა რთულმა,
წვიმამ ყველა ქუჩა თქეშით დაიაროს,
ღმერთო, როგორ მინდა ახლა სიყვარულმა
ყველა ჩემს უჯრედში ერთად გაიაროს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent