ცით რა მიყვარს ადამიანში?
ცით რა მიყვარს ადამიანში? მიყვარს გრძნობები გულით ნამღერი, მიყვარს შენდობა, მიყვარს ფერება, მიყვარს სილაღე გულში ჩამწდომი. იცით რა მიყვარს ადამიანში? მიყვარს ბუნება ყოვლის შემცნობი, მიყვარს სიტყვები , არა წყობილი, აუწყობელი მაგრამ ამყოლი. იცით რა მიყვარს ადამიანში? მიყვარს ტკივილიც გრძნობით დამთვრალი, მიყვარს ის სევდაც რომელიც გულში, დადის, დაცოცავს , როგორც მიწაში, ხორბლის მარცვალი . იცით რამიყვარს ადამიანში ? მიყვარს სიბრაზეც დროულად მდგარი, მიყვარს ის კარიც რომლითაც გადის , მიწყნარებული სიბრაზის კვალი. იცით რამიყვარს ადამიანში? თვით სიყვარული მიყვარს მაცდური , მიყვარს კანკალი რომელიც ჩვენში, სიყვარულით არს შემოფარგლული. იცით რამიყვარს ადამიანში ? ადამიანი’ რომელიც გვმართავს , ადამიანი რომელიც ჩვენში, არ ემსგავსება სიცრუის ფარდას. იცით რამიყვარს ადამიანში ? მიყვარს ის მზერა რომელიც გაბნევს, დაგატყვევებს და თითქოს ზგაპარში, რეალობის კვალს ლამაზად ამჩნევს. იცით რამიყვარს ადამიაში ? ადამიანში მიყვარს ვედრება , მიყვარს ის რწმენა რომელიც ჩვენში, ჩაუქრობლად და მყარად ენთება. იცით რამიყვარს ადამიანში ? მიყვარს სიმღერა გულით ნადუღი , რავქნა.. არ ვუსმენ რეპს და როკმენებს, ჩაკრულო მიყვარს მამაპაპური. იცით რამიყვარს ადამიანში ? ქართველი მიყვარს , ქართული გული, მიყვარს დავითი მიყვარს თამარი , მიყვარს ქართული მებრძოლი სული. რავქნა რომ ასე დავიწვი ცეცხლზე, მეც მომერია გრძნობების კონა, არ შემიძლია ეს რომ არავთქვა , მეც ქართველი ვარ და მიტომ ვბორგავ. იცით რამიყვარს ადამიანში? მიყვარს სიცოცხლე, ხმათა ნაკადი , ყველა ვერ შეძლებს გულის გაღებას , ყველა როდია ადამიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.