შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერია


15-01-2017, 16:23
ავტორი iraklimzhavia2000
ნანახია 2 683

როდესაც ფიქრებს გაფანტავს ქარი
როდესაც სულში შემოვა სევდა
წუხელ სიზმარში ფერია ვნახე
ცაზე ლამაზად შენს სახელს წერდა

ისევ მომაწვა ეს მონატრება
ისევ მინდა რომ ახლა აქ იყო
მინდა ეს ლექსი მე შენ გაჩუქო
და ყოველი დღე შენით დავიწყო

და მე გაჩუქებ შენ ჩემს სიცოცხლეს
ისე რომ წამით არ დავფიქრდები
და მე ლექსებით შენ დაგიმტკიცებ
რომ გულზე მეტად მე შენ მჭირდები

სიზმარში გუშინ ფერია ვნახე
ციდან მოვლენილ ანგელოზს გავდა
მე ოდნავ შევკრთი და გავიღვიძე
სიზმარიც თითქოს წამებში გაქრა

ვეღარ ვივიწყებ მაგ ლამაზ თვალებს.
ის ჩემი სულის ნაწილი გახდა
აი ეს გრძნობა ეს სიყვარული
დღეს ამ სამყაროს საზღვრებსაც გასცდა



№1  offline წევრი KokoJinjer

Mormons .kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent