შემომიტია?!
მე მიწასავით წამოვწექი ძირს იატაკზე, გარეთ წვიმაა, უელვოდ და სახლებს ასველებს, მე უძლური ვარ, კიდევ ერთხელ ამ ძლიერ ქარზედ.. ხეთა გმინვაა, იქცევიან, მიწა დასერეს, მეც დავისერე, მიწასავით, ცრემლებს ვგრძნობ თვალზე, წინათგრძნობაა, სულიანად რომ არ მასვენებს რაღაც უაზრო ილუზია, ჩემს ფიქრებს ავსებს, და მაიძულებს: დღეს უმუზოდ ლექსი დაწერე, მაგრამ ვერ ვხვდები, ამ უსულო სტუმრების არსს(ებს), ჰოდა მემგონი, ეს სათქმელიც ჩვეულ გავწელე, ჯობს დავამთავრო, ამ დასასრულს, ვასრულებ ასე, ხართ უცოდველნი რადგან, თქვენიც მე დამაწერეთ... მაპატიეთ და არ მინდა რომ, ჩემს საზღვრებს გავცდე, მაგრამ მეყოფა, რაც გითმინეთ.. ცუდად აღმწერეთ.. ჰო გლახაკი ვარ, მაგრამ რწმენა, ხორცამდე აღწევს და მეე ამ რწმენით სიკვდილამდე ასე გავაღწევ, თქვენ რაღას იზამთ უცოდველნო, პეპლებს რომ დასდევთ?! ნეტავ შემეძლოს უგნურები ფეხქვეშ გავთელო.. გთხოვთ!ზარი მომცეთ, ფანტაზიებს თავს რომ დააღწევთ.. ისიც მრცხვენია რომ გიწოდოთ, სიტყვა'ქართველო'. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.