შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ახსნა


22-01-2017, 00:01
ნანახია 7 145

ფიქრებში როცა მომაწვა სევდა და როცა გულში ჰკიოდა ქარი,
თავჩახრილმა და სევდით აღვსილმა მე ეკლესიის შევაღე კარი,
ღვთისმშობლის ხატთან მკრთალად მოსჩანდა თითქოს ნათელი,
ნელი ნაბიჯით მივედი ხატთან და შენს სახელზე დავანთე სანთელი,
გადავისახე პირჯვარი როცა – იქვე დავიწყე მე შენზე ლოცვა,
როცა ვახსენე შენი სახელი იქ სასწაულმა მე გამაოცა,
"წმინაო მარიამ, დედაო ღვთისა, გთხოვ შეისმინე ჩემი ვედრება,
შენს წინ დგას ბიჭი, ბვერჯერ ნატანჯი და მთელი გულით შენ გევედრება,
ხვეწნა-მუდარა მე არ მჩვევია, ალბათ იმტომ რომ ვარ ამაყი,
შვება? როცა ცუდად ვარ ჩემი შვება არს ბოთლი არაყი,
მე მომიპარავს, მე მიცემია, ზურგიც ბევრისთვის შემიქცევია,
არ მიპატიებია, არ მოვფერებივარ, ბევრიც ტალახში წამიქცევია,
ტყუილიც მითქვამს, მასხრად ამიგდია, დახმარებაზეც მითქვამს უარი,
ხო, შეიძლება არ ვიცი ლოცვა, არ შემწევს ვიცი ძალა, უნარი,
მოსულ სტუმარზე გული მომსვლია და სახლიდანაც კი გამიგდია,
ვიცი რომ მუდამ გვერდით მედექი, მე არ გისმენდი, არ გამიგია,
ბინძური თამაში მითამაშია, ხან მომიგია, ხან წამიგია,
და როცა მთხოვდნენ მე დიდ სიყვარულს, გულის კარები არ გამიღია,
მარტო დარჩენილის, ფიქრის ამარა მე ბევრჯერ მიცდია,
დიდი ტკივილი და მარტოობა, გამომიცდია, გამომიცდია,
აღარ ვბრძოლობდი, არ ვაპირებდი მე თავის დაცვას, ვინმესთან ჭიდილს,
უბრალოდ ვცხოვრობდი, უბრალოდ ვარსებობდი, ძალით ვიღიმოდი ველოდი სიკვდილს,
ეს გრძნობა სიმხდლის უკან დამსდევდა და არასოდეს მქონდა მოსვენება,
როგორ მჭირდებოდა ვინმეს ალერსი, ვინმეს კოცნა და ვინმეს მოფერება,
როცა გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაზე უკანასკნელად დამედო ხაზი,
მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ის ერთადერთი წმინდა და ნაზი,
როცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მაშინ ვიგრძენი ცხოვრების გემო,
ო ღმერთო ჩემო მინდა ცხოვრება მასთან ვიგემო,
ის არის წმინდა, ის არის სათნო, ნაზრი არსება,
ჩემმა სხეულმა ვიცი აქამდე, მწამს მხოლოდ მისთვის რომ იარსება,
მე მას ველოდი, ყველგან მას ვეძებდი, როგორ მინდოდა მისი დანახვა,
არ მსურს დაკარგვა, როგორ მინდოდა ჩემს ცხოვრებაზე მისი ასახვა,
და აი როცა, მან გამიღიმა, ჩემს ცხოვრებაში ჩუმად მოვიდა,
დიდხანს სიცოცხლე მაშინ ვინატრე, მაშინ მომწყურდა, მაშინ მომინდა,
გრძნობა მოღვივდა, უფალო ჩემო თუ ამ სიყვარულის არა ვარ ღირსი,
მაშ რად მაცოცხლებ, გემუდარები, მომკალი ტკივილით, მომკალი ჭირში,
გამომეცხადე, მე გეტყვი პირში, არავინ მინდა მე ნინის გარდა,
შემჭამა ტანჯვამ, შემჭამა ტკივილმა, შემჭამა დარდმა,
თუკი არა ვარ მე მისი ღირსი, ამ ცხოვრებიდან გთხოვ წამიყვანე,
აღარ მამყოფო მე ჩემს სამყოფელს, ამ ცხოვრებიდან გადამიყვანე,
და თუ არა ვარ სამოთხის ღირსი და ჯოჯოხეთში თუ გსურს ვიტანჯო,
მაშ იყოს ასე ოღონდ მომკალი, მზად ვარ სამუდამოდ იქ დავიტანჯო,
ან რა აზრი აქვს, ვიცი ჩემი ბოლო იქნება ტყვია,
რადგან ვერ ავიტან ნინის სხვა კაცთან ეს უკვე გულში მე შემიტყვია,
ვიცი შეიძლება სულ არ მომისმინო, შენ ეს ჩათვალო უბრალო ბოდვა,
ადამიანი ვარ, არა წმინდანი მეც ბევრი მადევს კისერზე ცოდვა!”
ფეხზე წამოვდექი, ხატს ვეამბორე, ჩემედაუნებურად თავი დავხარე,
თითქოს ამ ლოცვით რამე შევცვალე, თითქოს ამ ლოცვით ვინმე გავახარე,
ცრემლები შევიშრე, თვალები დავხუჭე, მერე კი უეცრად შემეკვრა სუნთქვა,
უცებ ჩამესმა ვიღაცის ბოხი ხმა. ვიღაცის ჩემს ზემოთ ღრმად ამოსუნთქვა,
თავი ავწიე, მაღლა ავიხედე, გულში გავიფიქრე "ვინ არის ერთი?!”
უცებ გავოცდი, შიშმაც დამიარა, გამომეცხადა მე დიდი ღმერთი,
რას ვხედავ?! თეთრი ღრუბლები ნაზად ჩამოდის, გვერდით მიდგება,
შიშმა დამძლია, გულში წარმოვსთქვი: "უფალს დიდება, უფალს დიდება,
ნუთუ მართლა ვარ მე ამის ღირსი, გამომეცხადოს უფალი დიდი?!”
ის მიღიმოდა, გადმოდიოდა მისგან სინათლე, ის იყო მშვიდი,
შეშინებულმა ძალა მოვიკრიბე, წარმოვსთქვი: "უფალო შენს პასუხს ველი,
რატომ ვიტანჯები, რატომ ვტირივარ რად მგესლავს გველი?!”
მხრებზე ვიგრძენი დიდი სიმძიმე და რაღაც ძალამ მუხლებზე დამცა,
გაღიმებული სახით უფალმა თითქოს ფერებით პასუხი გამცა:
"რად ითხოვ სიკვდილს, ითხოვ ჯოჯოხეთს, რად არ აფასებ ცხოვრებას შენსას,
თუკი ცოდვილი ხარ მაშ რად წუწუნებ, გული რომ გტკივა, გველი რომ გგესლავს,
არასდროს გაკლდა ის რაც გინდოდა, ბევრმა თავისი რჩეული გიწოდა,
გვერდში დაგიდგნენ, მათ ვერ ხედავდი, ბევრმა კი ხელიც გამოგიწოდა,
რასაც კი მიზნად დაისახავდი ყველაფრის მიღწევა მუდამ შეგეძლო,
ყველაფერს გაძლევდი რადგან მინდოდა ბედნიერება შენი შეგეგრძნო,
მაგრამ დაგიდგა ცხოვრებაში დრო მხიარული და უცებ დამკარგე,
ეხლა კი მეკითხები რატომ გტკივა და რატომ დაგტანჯე?
რად მინდა ახსნა შენი ცხოვრების, ახსნა იმისი რაც კარგად ვიცი,
გიჭირს და ცუდად ხარ, რად მინდა შენი დადება ფიცის,
ვიცი რომ ცოდვილი ხარ, ბევრი აკეთე შენ ცუდი საქმე,
ვიცი რომ გარბოდი იქ სადაც სიკვდილს ხედავდი სადმე,
აქ მე არ მინდა ახსნა იმისი როგორ გენატრება და როგორ გიჭირს,
როგორ იტანჯები, როგორ ტირი და თუ როგორ იწვი,
მაგრამ ისიც ვიცი რაოდენ ბევრი აკეთე საქმე ყოვლად კეთილი,
ბოროტი არა ხარ და არასოდეს ყოფილხარ ცუდი, ანდა შეშლილი,
ვიცოდი მალე რომ მოხვიდოდი ტკივილით სავე, ველოდი ამ დღეს,
რამეთუ დაწერილია, რაც უფალს უთქვამს ის მუდამ ახდეს,
აქ მე მოვედი რათა დაგამშვიდო და შენს მთავარ კითხვას გავცე პასუხი,
მიდი შემეკითხე რაც გაინტერესებს, მიდი შემეკითხე, რას უცდი?”
თავი დავხარე, წამით ჩავფიქრდი, უეცრად ერთმა კითხვამ თავში გამიარა,
სხვა ფიქრი გაქრა, თოთქოს სხვა ფიქრებმა მიმატოვა და გვერდში ჩამიარა,
"დაწერილია? შენ გინდა თქვა რომ ჩემი ტანჯვა შენ იცოდი წინასწარ?
მაშ რად მტანჯავდი? რად კლავდი ამ ვაჟს შენთან წილნაყარს?
რად მახვედრებდი მათ ვინც გულს მტკენდა, დავიმსახურე ეს ნეტა რითი?
მე ხომ მხოლოდ ნინი მინდა, ეს სიმართლეა არ არის მითი,
მაშ რად არ შევხვდი ადრე ამ გოგონას, რად ვერ ვიპოვე ადრე ეს გული?
რად იყო მძიმე მაშ ჩემი სული და რად ვიყავი მე დაჩაგრული?
და ნინი? ის ხომ სპეტაკია, მაშ რად შეახვედრე ვინც გული ატკინა,
რად შეგვახვედრე ისეთი ხალხი ვინც გაგვაწამა? ვინც კი გვატირა?”
უფალმა გაიღიმა, ჩემსკენ დაიხარა და ნაზად ხელი დამადო მხარზე,
აღელვებული უცებ დამაშვიდა, ხელი გადამისვა მან შემდეგ თავზე,
"ვიცი რომ გიყვარს, აღელვებული ეძებ შვებასა,
ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა”
მან ეს სიტყვები ჩურჩულით მითხრა და უცებ გაქრა,
სანთელი რომელიც დავანთე ჩაიწვა, ჩაქრა,
მე კი ვფიქრობდი, ვიღიმებოდი, ვგრძნობდი სიხარულს,
რადგანაც ვგრძნობდი საოცარ შვებას, რადგანაც ვგრძნობდი მე დიდ სიყვარულს,
უკვე მრავალჯერ ცხარეს ნაჭამი, დადმიდგა დრო რომ ვიგემო ტკბილი,
ნინი მიყვარხარ, ჩემი ოცნება ხარ, საოცრად ნაზი, საოცრად თბილი!
ჩემი გული კი გრძნობს დიდ სიყვარულს, ჩემი სული კი უკვე მშვიდდება,
გავიმეორე, უფალს დიდება! უფალს დიდება!



№1  offline წევრი Barbare ❤

შენი ნინი დარწმუნებული ვარ ძალიან ბედნიერია შენ რომ ყავხარ

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზი

როგორი ძალიან მიყვარხარ

 


№3 სტუმარი სტუმარი ანამარია

https://m.facebook.com/groups_browse/your_groups/

 


№4 სტუმარი სტუმარი ილია

აუ ძალიან მაგარი ლექსია❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

რაღაც სათხოვარი მაქვს????წიგნს ვწერ და შეიძლება რომ აქედან ავიღო სიყვარულის ახსნები?????

სტუმარი ნინი
რაღაც სათხოვარი მაქვს????წიგნს ვწერ და შეიძლება რომ აქედან ავიღო სიყვარულის ახსნები?????

ანუ აქედან არა ზოგადად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent