შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც ყაყაჩოს ფურცლები ქარში


2-02-2017, 19:06
ნანახია 2 062

როგორც ყაყაჩოს ფურცლები ქარში,
ჩვენი გრძნობები იფანტებოდა
ძველი სიყვარული, ტკბილი მოგონება
წარსულის ფიქრში იკარგებოდა.
როგორც ყაყაჩოს ფურცლები ქარში,
ეს ჩემი გული შენსკენ მოჰქროდა,
ყოველ ტკივილს უკან ტოვებდა,
მხოლოდ ოცნება სითბო მოჰქონდა.
როგორც ყაყაჩოს ფურცლები ქარში,
ისე გეძებდი ნაწვიმარ გზებზე,
ცოდვილი სული გაყინულიყო,
ვეღარ თბებოდა მხურვალე მზეზე.
როგორც ყაყაჩოს ფურცლები ქარში,
გაუჩინარდი, უკვალოდ გაქრი
და ვით სანთლის მკრთალი ნათება
წამში ჩაიწვი, წყვდიადში ჩაქრი.
როგორც ყაყაჩოს ფურცლები ქარში,
ცხოვრებამ აქა-იქ მარტოდ მატარა,
და როგორც ნავი ჩაძირულს ზღვაში,
ბედმა ფსკერისკენ მეც გამაქანა.



№1  offline მოდერი bla.ell

ვაუ კარგი იყო მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent