დ ე დ ა ს
შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს, დახარე თავი ყველა ცოდვაზე. მინდა ბოდიში რომ მოგიხადო. ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე. იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს, იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს. როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს. შენ მე მასწავლე ის სიყვარული რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო. რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად დასველებული გქონია მალვით მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით. გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა. ყველა იმედის ახდენა გსურდა მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად დასახლებული დემონი მძულდა. გულგატეხილი აღსავსე დარდით თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა მომხვიო შენი თბილი ხელები. შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი ლოცვით ირჩენდი გულის იარებს წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ? დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო, ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი. ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე უკანასკნელი, მძიმე ტკივილი. * * * შენით თენდება, შენით ღამდება, ჩემო ძვირფასო დედა! გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე მე თუ ვაქციე ცრემლად დედა შვილისთვის ყველაფერია, შვილი დედისთვის-სევდა, ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი, განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ. გკოცნი, გეხვევი, გეალერსები, თვალ-სევდიანი რომ ხარ, შეცდომებს აღარ გავიმეორებ თუკი მეორედ მოვალ. უცებ ბავშვივით გადავიქცევი როცა მომაპყრობ მზერას, წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც ბავშვის თვალებით ვხედავ. იმედიანი დღე ხვალინდელი ვინ გამითენოს ნეტავ? ქვეყნად ორია ჩემი მშველელი მაღლა-ღმერთი, აქ-დედა... * * * შვილებისაგან დედას რა უნდა? სულ პაწაწინა სითბო, მათი სიკეთით ბედნიერია, ცაში დაფრინავს თითქოს. შვილებისაგან დედა რას ითხოვს? სულ მცირე ყურადღებას თბილი ღიმილი,თუნდ ერთი კოცნა და..კმაყოფილი რჩება. ღმერთს მხოლოდ შვილთა კარგად ყოფნას თხოვს, მისთვის არრარა უნდა, შვილები კარგად ეგულვებოდეს და თავს გასწირავს თუნდაც. ჰო და,შვილებო, გახსოვდეთ დედა სანამ შვილები გქვიათ, თორემ თუ ღმერთთან წავიდა ლოცვად, მერე იქნება გვიან. ვაფასებთ მაშინ,როცა დავკარგავთ და ვეღარაფერს შევცვლით დედის ამაგის არ დაფასებას არ გვაპატიებს ღმერთი. * * * დედავ – სიცოცხლის დიდო საწყისო, დედავ – ცხოვრების ბურჯო მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“, რამდენი ღამე არ გძინებია, რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა. შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა, არ მშორდებოდი წუთით, საათით, რომ სიარული გესწავლებინა შენც დადიოდი ჩემთან ტაატით. მე შენი წმინდა შუქი მეფინა, შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი, რომ ლაპარაკი გესწავლებინა, შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით. დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები, თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო, შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი, რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო. თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ, რამდენჯერ სენმა ხელი დამრია, დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა, თმებში ჭაღარა შემოგპარვია. როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს, შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული, შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული. ახლაც შენა ხარ შენი კანდელი, სიცოცხლის დიდი გასხივოსნება, შენ შემაყვარე დღე დღევანდელი, ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება. შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა, თავზე ნამუსის ქუდი დამხურე, სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა და სიყვარული დავიმსახურე. დედავ – სიცოცხლის ტკბილო საწყისო, დედავ – ცხოვრების დვრიტავ მაგარო, ეს გული შენი გულით ხალისობს, შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. * * * შენს გულისნადებს და მწუხარებას, დედაზე კარგად ვერვინ გაიგებს, და რომ შეეძლოს შენს სატარებლს, იგისაკუთარ მხრებზე დაიდებს. შენი სიცოცხლის ერთი წამისთვის, თავის სიცოცხლეს უმალ გაიღებს, თუ სადმე წავა, მარად გახსოვდეს, დედა შენზე ფიქრს გულით წაიღებს. * * * დე აქ ხარ...? მცივა.... იცი როგორ მცივა... დე ჩამეხუტე რა... აი ისე ჩამეხუტე პატარა რომ ვიყავი და მეხუტებოდი... არა აი ისე ჩამეხუტე და მომეფერე პირველად რომ დამინახე როცა დავიბადე... რა იგრდზენი დე??? მე რომ ვერასოდეს გავიგებ მაგ ბედნიერებას... მომენატრები... ნუ ტირი დე მე ხომ შენთან ვარ... მიყვარხარ... ნახე როგორი გაყინული ვარ.... მერე რა გული ისევ თბილია... რომ მეფერები ისევ ვგრძნობ... ასე ნუ დაემხობი ჩემს სასახლეს .... ასე ძალიან ნუ ტირი... მერე რა თუ აღარ შემოგირბენ და დაგიძახებ დეეეეეეეეე... მე მაინც შენთან ვიქნები ყოველთვის შენთან ვიქნებიიიი... მომენატრები დე... ვაიმე მცივა რომ იცოდე როგორ მცივა... ჩამეხუტე დე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.