შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ ც ხ ო ს!!!


4-02-2017, 00:21
ნანახია 1 914

შენ ისტორიის მოწილადე გახდი დღეიდან,
ჩემი ლექსების ადრესატი შემრჩი შენ ერთი.
უბის წიგნაკში ამ სიტყვებსაც მჯერა შეიტან,
გახსოვს? ჩვენ წმინდა მოწამეთა გზასთან შევერთდით.

შენ ქვეშმიწერის მაგალითად გავხარ წილადებს,
ქრიზანთემებიც მაგ თმებს შორის ადგილს გიცვლიან..
აპოთეოსი გაგიჟებულ ფიქრებს ილაგებს
და სასუფეველს უმზადებენ ლადოს, ტიციანს...

დრომ ფეხშიშველი ჰორიზონტის ჩრდილში შეტოპა,
მერე თებერვალს დააბერტყა ნიჭი სიცოცხლის..
ჩვენ ცოტა გვიან ან ცოტა ადრე შევხვდით ეტყობა
და რაც მადლი გვაქვს ერთმანეთის, ამას ვინ მოთვლის?!

გარყვნილ მოტივებს მე არ ვეძებ გაფაციცებით,
დროული არის უდროობაც შენთან არყოფნის.
მიწა ღვთისმშობელს დაულოცავს სადაც ვიზრდებით
და ამ მიწაზე მადლიანი ჩნდება ნაყოფიც.

ოდას ფეხები მოხრილი აქვს, მაინც მყარად დგას.
ამოდის კვამლი... ზამთარია... ვხედავთ კრამიტებს...
იტევს სიმძიმეს წიგნებიანს ძველი კარადაც
და შენზე მოძღვნილ ,,ეფემერებს’’ კიდევ დაიტევს.

დრო ახალგაზრდა გვიბერდება, თუმცა სათქმელი
იმაზე მეტი დაგვრჩენია, ვიდრე გვეგონა.
ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი რომ მე არ გელი,
რომ მე არ გნატრობ და მიგიჩნევ მხოლოდ მეგობრად.

პათეტიკურად მეორდება გვერდიგვერდ სუნთქვა
და ჩემეული მეთოდებით ვცდილობ დავძლიო.
არ მაპატიო უმანკოების აუგი თუ ვთქვა,
ჩემი ფიქრების დაუთვლელო სუფთა ნაწილო!

თუ ჩაგეკარი გაშლილ მკერდზე როგორც ნიავი
და შენს აურას დავაბიჯე ბილწი ფიქრები,
მერე წარსულით ვისაუბრებთ: ერთად ვიყავით...
მომავალში კი ერთმანეთის იქით ვიქნებით.

შენ ისტორიის მოწილადე გახდი იმ დღიდან,
როცა უფალმა დაგილოცა ღონე მშვენების.
ლექსს წაგიკითხავ შენზე მოძღვნილს, სათქმელს ვიტყვი და
მერე სამოთხის კარებთანაც მოგეფერები.



№1  offline მოდერი bla.ell

რა უცნაური ხარ რაააააა აღმაბრთოვანებს შენი ნიჭი...❤❤heart_eyes აი...არაფერსაც აღარ ვიტყვი ვდუმვარ...❤

 


№2  offline წევრი Everything

შენი ერთგული მკითხველი ვხდები,ნიჭიერო!!

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოჩაღ... ძალიან ძალიან ძალიან კარგია

 


№4  offline წევრი ani_taso

ძალიან ძალიან მაგარია სიტყვები არ მყოფნის ))

 


№5  offline წევრი mavnebeli

ძალიან მომწონს შენი შემოქმედება

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ახალს ველიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent