დაწერეთ
დაწერეთ... დაწერეთ... მერწმუნეთ, ხვალიდან მზე ადრე ამოვა თქვენც მზეზე დაწერეთ, ღამე ნუ გაწვალებთ, არ გინდათ, არ გინდათ, არც რამე გამოვა, სჯობს დღეზე დაწერეთ... დაწერეთ ამაღამ, ხვალამდე დაწერეთ, რასაც კი მოასწრებთ დაწერეთ... დაწერეთ... შორს, ზეცის გადაღმა წაშლიან ნაწერებს, თამასას თუ ასწევთ თქვენ მაინც დაწერეთ... დაწერეთ უაზროდ, ბუნება აღწერეთ, მუზა არ უარყოთ, დაწერეთ... დაწერეთ... იქნებ არც უზადოდ, მაგრამ არ გაჩერდეთ... სიგიჟედ თუ არ სცნობთ კედელზე წარწერებს დაწერეთ... დაწერეთ... არიეთ რითმები, სიზმარში ნანახი ფურცელზე გაბერეთ, მე უკვე სიზმრებში გრძნეულად ვითვლები, გრძნობების კარნახით დაწერეთ... დაწერეთ... ...................... დაწერეთ... იჩქარეთ... ნუ უცდით განთიადს, დროსაც აქვს საზღვარი როგორც ამ ნაწერებს, მზე სანამ ინათებს მთვარე ხომ ანთია... სულ დილა სად არის? ღამეზეც დაწერეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.