"ანიდან-ჰოემდე"
ა-ნბანი ქებულ დღეგრძელი ბ-ევრისა მთქმელი ჩვენია, გ-ვფარავდეს ყოვლად წმინდანი დ-ღეგრძელ გვქონოდეს დღენია; ე-რთი მიწაწყლის შვილებო ვ-ერას დაგვაკლებს მტერია, ზ-ღვად და ქარიშხლად დავატყდეთ თ-ავზე ვადინოთ მტვერია; ი-ყვარეთ მშობელ გამჩენი კ-ეთილი თესეთ დღენია, ლ-ომისის მადლი გწყალობდეთ მ-ოგვმადლოს ღმერთმა წლებია; ნ-ურვის ნურასდროს გაკიცხავ ო-რგული კაცი გველია, პ-ასუხი მტერს მტრულად მოკითხე ჟ-ანგმა შესჭამოს მტერია, რ-ა ლამაზი ხარ ნანატრო ს-ამშობლოვ სულის აკვანო, ტ-ყვე ვარ მე შენი მარადის უ-თქმელ ჩემ გულმა გატაროს; ფ-შავ ხევსურეთო ზვიადო ქ-ართლო შენ ბევრის მნახველო, ღ-ვინის სამშობლოვ კახეთო ყ-ოველო კუთხევ ნაქებო; შ-ენ ფარსადანმა დაგწერა ჩ-ასთესა ფესვი ქართული, ც-ხრაასჯერ სცადეს მის წაშლა ძ-ვირი ვეღარ სთქვეს ნართული; წ-მინდა გიორგის მადლითა ჭ-ურ-ქვვრი გვქონდეს სავსედა, ჯ-ვარი გვიძღოდეს უფლისა ხ-მალი გავკვესოდ მარჯვედა; ჰ-ოი თქვენ დიდო ქართველნო ღმერთმა გიკურთხოთ მარჯვენა.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.