შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დიალოგი ღმერთთან


6-02-2017, 22:57
ავტორი aanamaria
ნანახია 9 336

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ იცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან?
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ დაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული
ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით

ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად

გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ გველებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!
"თემურ ელიავა"



№1  offline წევრი Baterfly

ვგიჟდები...ელიავა გენიოსიააა...

 


№2  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Baterfly
ვგიჟდები...ელიავა გენიოსიააა...

არ შემიძლია არ დაგეთანხმო

 


№3  offline მოდერი bla.ell

თემურ ელიავას ყველა ლექსი მიყვარს ეს კი ყველაზე მაგარია:kissing_heart"

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

bla.ell
თემურ ელიავას ყველა ლექსი მიყვარს ეს კი ყველაზე მაგარია:kissing_heart"

შესანიშნავია

 


№5  offline წევრი doriane

როგორ მიყვარს ეს ლექსი

 


№6 სტუმარი Nino

ჩემი სიამაყეე ხარ თემო.სკოლაში რო დავდიოდით ნეტა ეგ დრო იყოს..ვინ იფიქრებდა რომ შენ ასეთი წარმატებული იქნებიდი..მაგრამ შენ მაინც ჩვენი ჩუხა იქნებიი..(ეს იყო მისი მეტსახელი)წარმატებები შენნ..

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Nino
ჩემი სიამაყეე ხარ თემო.სკოლაში რო დავდიოდით ნეტა ეგ დრო იყოს..ვინ იფიქრებდა რომ შენ ასეთი წარმატებული იქნებიდი..მაგრამ შენ მაინც ჩვენი ჩუხა იქნებიი..(ეს იყო მისი მეტსახელი)წარმატებები შენნ..

ჩუხა კარგი იყო laughing

 


№8  offline წევრი Niioo

ეს ლექსი აქამდე წაკითხული არ მქონდა და ახლა რომ წავიკითხე დამბურძგლა heart_eyes როგორც ყოველთვის გალაქტიონის ლექსებზე მემართება ესეთი რაღაცეები მაგრამ ეს საოცრება იყო kissing_heart ახლაც ემოციების ქვეშ ვარ heart_eyes smiley

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Niioo
ეს ლექსი აქამდე წაკითხული არ მქონდა და ახლა რომ წავიკითხე დამბურძგლა heart_eyes როგორც ყოველთვის გალაქტიონის ლექსებზე მემართება ესეთი რაღაცეები მაგრამ ეს საოცრება იყო kissing_heart ახლაც ემოციების ქვეშ ვარ heart_eyes smiley

გეთნხმები ძალიან მაგარი ლექსია იმდენად ემოციური არ ვიცი heart_eyes

 


№10  offline წევრი ninuca)))

ამეტირა....
ისეთი ემუციური და
ისეთი კარგი იყო!
ვგიჟდები ელიავას ლექსებზე და
ეს საუკეთესოა!
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ninuca)))
ამეტირა....
ისეთი ემუციური და
ისეთი კარგი იყო!
ვგიჟდები ელიავას ლექსებზე და
ეს საუკეთესოა!

არ შემიძლია არ დაგეთანხმო

 


№12 სტუმარი Valerie

Hi to all, how is the whole thing, I thinhk every one is
getting more from this website, and your views are good inn support
of new viewers.

Here is my blog post; https://Penzu.com/p/9427cac2

 


№13 სტუმარი Shelly

Simply desire to say your article is as astounding.
The clarity for your post is simply nice and i can assume you are a professional
in this subject. Well with your permission allow me to grasp yoyr feed to
keep up to date with imminebt post. Thank you a millioin and pleaze coninue the resarding work.


Here is my page :: http://Oople.com/forums/member.php?u=235811

 


№14 სტუმარი სტუმარი Hermine

Good day! I could have sworn I've been to this site befire
but after reading through some of the post I realized it's new to me.
Nonetheless, I'm definitely glad I found itt and I'll be bookmarking and checking back frequently!


my homepage ... Rapbeatsforum.com

 


№15 სტუმარი Terrie

You're so cool! I do not believe I'vetruly read a single thing luke this
before. So wonderful to fijnd somebody with unique thoughts on this subject matter.
Seriously.. many thanks for starting this up. This webb site is one
thing that is needed on the web, someone with
some originality!

My web site :: Http://Forums.Outdoorreview.Com

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent