შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!


8-02-2017, 00:09
ავტორი ერკე
ნანახია 2 411

ამ ლექსზეც პატარა ისტორიას მოვყვები, რადგა სხვანაირად არ შემიძლია. სამსახურიდან მოვდივარ საღამოს, (ოღონდ სტანდარტულ სამსახურში არ ვმუშაობ და არც ძალიან დავღლილვარ) მოვსეირნობ ფეხით როგორც ყოველთვის და გადავწყვიტე სხვა გზით წამოსვლა, ამოვუხვიე ქუჩას და უნდა გავუხვიო მარჯვნივ, რომ უცებ გვერდზე კორპუსისკენ ვიხედები. რას ვხედავ, კორპუსის მარცხენა კედელზე, ჩემგან მარჯვნივ ვხედავ ტექსტს, რასაც ასევე სურათზე ხედავთ - მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ! - ერთი წუთი ვუყურებდი და ბოლოს სურათიც გადავუღე, რომ არ დამკარგოდა, რაზეც ლექსიც დაიწერა და მუზა მომივიდა.
ვფიქრობ ელემენტარული სიტყვა, ფრაზა ან რაიმე სიტუაციაც შეიძლება გახდეს შემოქმედისთვის მუზა და ლექსის წერის, ან მოთხრობის წერის წყარო. შეიძლება ეს მხატვარს ეხებოდეს და ერთმა სიტუაციამ უცებ სურვილი გაუჩინა დაეხატა.
ამიტომ მიმაჩნია, რომ უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერს ჩვენი ფიქრები იწვევენ, ფიქრები ხომ მატერიალიზდება და რასაც ვფიქრობთ შემდეგ მაინც იქამდე მივდივართ. არც ამ ფრაზის წაკითხვა და მაინცდამაინც იმ დროს იქ ჩავლა იყო ჩემთვის შემთხვევითი, შეიძლება ადრეც იყო და ვერ შევამჩნიე, ან ახალია და ახლა ჩავიარე, მაგრამ მე ამ ფრაზის წაკითხვისას საოცარი სურვილი გამიჩნდა დავმჯდარიყავი კომპიუტერთან, ტელეფონთან ან კალამი და ფურცელი ამეღო ხელში და დამეწერა. უბრალოდ დამეწერა:

გადახუნებულ ფურცლებს ატყვია
შენი ცრემლები,
სიტყვაც გახუნდა, ცეცხლი ანთია
მაგრამ ვერ თბები.

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!

ცრემლი შეშრება, გულის არეში
და სინანულმა შემოგიტია
თავისუფალი შემოგარენში
გალიის მიღმა, მხოლოდ ჩიტია.
გრძნობა ულევი გაქრა სამოთხედ,
მე შენში ვხედავ ტკივილს, იარას
შენმა ოცნებამ დაჰკრა აკორდებს
რთული ცხოვრება გამოიარა.

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!

გამოგწოვ ტკივილს, დავხევ, დავჩეხავ
და აკლდამაში ცეცხლს წავუკიდებ,
მე სიყვარულის მოპარვას ვბედავ
შენვის, ვერ შეძლებ, ვერ დამივიწყებ.

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!

დამკვიდრდე სადმე, მართლა რთულია
ხალხი მარტივად ძეგლებს აღარ დგამს,
ჩემს თავზე ვიღებ, რაც შემიძლია,
ერთი ქმედებით მთებსაც გადავდგამთ.

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!

უხმო ცვლილებებს, თვალს ვერ უსწორებ,
უხმოდ იცვლები, ატეხილ ქარში
ზღვა უდაბნოში ქვიშებს აშორებს
შენი ცრემლების უღრუბლო მარშში.

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!

უკვე დო არ გაქვს, დროც არ ჩერდება,
და შემოძარცვულ სამოსს გაგაძრობს
ზედმეტი წამი რომ მოგვცეს ერთად
ამირანივით ჩემზე გაგაკრობ.
და სიმარტოვე არ გსურს შეიგრძნო,
ტირილს ჯობს, ისევ გამიღო კარი
ჩაგეხუტები ხოლმე თუ იმ დროს
დარჩები ჩემთვის თავისუფალი.

მე შენ ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ!

გადახუნებულ ფურცლებს ატყვია
შენი ცრემლები
ერთხელ ოდესღაც ქუჩაში ღიად
შეგეფეთები
და შენ ტკივილებს ჩემს თავზე ვიღებ!



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

cuga
chemi dab dgea

გილოცავ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline მოდერი bla.ell

Erkinio erkinio...mokled ar vici ra vtqva(shenxelaleqsika ar maq):Ddzalian momewona...
ragacnairia mainc roca vigaca vigacis tkivil igebda da mixvedi da shenc aige...
Genioso :Dmagati xar kissing_heart

 


№3 სტუმარი გვანცა))

ძალიან მაგარი იყოო,
ძალიან მომეწონა ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

bla.ell
Erkinio erkinio...mokled ar vici ra vtqva(shenxelaleqsika ar maq):Ddzalian momewona...
ragacnairia mainc roca vigaca vigacis tkivil igebda da mixvedi da shenc aige...
Genioso :Dmagati xar kissing_heart

კი... მე ის ადამიანი დავინახე ვინც დაწერა. ანუ როგორი იქნებოდა და თითქოს მისი ტკივილი ვიგრძენი. ეს სხვის ტყავში შეძრომა თან მაგარია თან შეიძლება ითქვას რომ არც ისე რადგან უამრავის ტკივილს გრძნობ, შენ კი ამაზე წერ და ამით შველი თავს.. იქნებ მასაც. ამაზე ვფიქრობ. იქნებ მის ტკივილსაც ვშველი. ავტორმა რომ წაიკითხოს ეს ლექსი რას მეტყვის ამ სიტყვების ავტორი მაინტერესებს

თუ მივუხვდი ჩანაფიქრს და სწორადაც გავიგე მისი ტკივილი. თითქოს ჩემეულიცააა ან თითქოს არა.
გვანცა))
ძალიან მაგარი იყოო,
ძალიან მომეწონა ❤

დიდი მადლობა გვანც :* ძალიან მიხარია რომ მოგწონს
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

უკვე დო არ გაქვს, დროც არ ჩერდება,
და შემოძარცვულ სამოსს გაგაძრობს
ზედმეტი წამი რომ მოგვცეს ერთად
ამირანივით ჩემზე გაგაკრობ.
და სიმარტოვე არ გსურს შეიგრძნო,
ტირილს ჯობს, ისევ გამიღო კარი
ჩაგეხუტები ხოლმე თუ იმ დროს
დარჩები ჩემთვის თავისუფალი.

დეი ნიჭიერი ხარ... ჩემი სიამაყე

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

terooo
უკვე დო არ გაქვს, დროც არ ჩერდება,
და შემოძარცვულ სამოსს გაგაძრობს
ზედმეტი წამი რომ მოგვცეს ერთად
ამირანივით ჩემზე გაგაკრობ.
და სიმარტოვე არ გსურს შეიგრძნო,
ტირილს ჯობს, ისევ გამიღო კარი
ჩაგეხუტები ხოლმე თუ იმ დროს
დარჩები ჩემთვის თავისუფალი.

დეი ნიჭიერი ხარ... ჩემი სიამაყე

ოჰ მადლობაა
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline წევრი anuki2662

ვგიჯდები შენზე ❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

მადლობ <3
ეჰ... სადაც ანას ვხედავ სახელს, მხოლოდ ერთ გოგოზე მეფიქრება. ახლაც უცებ შენ მეგონე ის. მაპატიე... და მადლობა საყვარელო :) მახარებს ესეთი სიტყვები, უცნობი ადამიანებისგან ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline წევრი choco

ერკე
მადლობ <3
ეჰ... სადაც ანას ვხედავ სახელს, მხოლოდ ერთ გოგოზე მეფიქრება. ახლაც უცებ შენ მეგონე ის. მაპატიე... და მადლობა საყვარელო :) მახარებს ესეთი სიტყვები, უცნობი ადამიანებისგან ^_^

იმედია იპოვი ანას და გაიგებ რომ ყველაფერი რიგზეა
და ლექსი ძალიან კარგია
მე შEნს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

choco
ერკე
მადლობ <3
ეჰ... სადაც ანას ვხედავ სახელს, მხოლოდ ერთ გოგოზე მეფიქრება. ახლაც უცებ შენ მეგონე ის. მაპატიე... და მადლობა საყვარელო :) მახარებს ესეთი სიტყვები, უცნობი ადამიანებისგან ^_^

იმედია იპოვი ანას და გაიგებ რომ ყველაფერი რიგზეა
და ლექსი ძალიან კარგია
მე შEნს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ

მე უკვე ამის იმედი აღარ მაქვს.... მაგრამ მადლობა დიდი.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი choco

ერკე
choco
ერკე
მადლობ <3
ეჰ... სადაც ანას ვხედავ სახელს, მხოლოდ ერთ გოგოზე მეფიქრება. ახლაც უცებ შენ მეგონე ის. მაპატიე... და მადლობა საყვარელო :) მახარებს ესეთი სიტყვები, უცნობი ადამიანებისგან ^_^

იმედია იპოვი ანას და გაიგებ რომ ყველაფერი რიგზეა
და ლექსი ძალიან კარგია
მე შEნს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ

მე უკვე ამის იმედი აღარ მაქვს.... მაგრამ მადლობა დიდი.

იმედები ნაგავშიო მიტხარი გახსოვს?
ახლა იგივეს გეუნები შენც

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

choco
ერკე
choco
ერკე
მადლობ <3
ეჰ... სადაც ანას ვხედავ სახელს, მხოლოდ ერთ გოგოზე მეფიქრება. ახლაც უცებ შენ მეგონე ის. მაპატიე... და მადლობა საყვარელო :) მახარებს ესეთი სიტყვები, უცნობი ადამიანებისგან ^_^

იმედია იპოვი ანას და გაიგებ რომ ყველაფერი რიგზეა
და ლექსი ძალიან კარგია
მე შEნს ტკივილს ჩემს თავზე ვიღებ

მე უკვე ამის იმედი აღარ მაქვს.... მაგრამ მადლობა დიდი.

იმედები ნაგავშიო მიტხარი გახსოვს?
ახლა იგივეს გეუნები შენც

არა მართლა. გაცივდა უკვე და დამბლოკეო მთხოვა. მეც დავბლოკე. ) ასეა...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

bla.ell
მაგარი სულელი ყოფილხარ:)))...მაპატიე შეურაცხყოფისთვის მაგრამ ასეა...თავს ნუ ისაწ....ბ...რომ გდომოდა ნახავდი ან არც წაშლიდი და ეცდებოდი მისი სითბო დაგებრუნებინა...ახლა ყელში ბურთი მომაწვა...უბრალოდ შეგეძლო და არ გინდოდა სხვას ნუ ადანაშაულებ...ის საკმარისად თბილია იმისთვის რომ მისი სიცივე არ გეგრძნო...არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ ვე გავძლებდი...

მადლობა დიდი.
არ იცი რა სიტუაცია იყო... ამას უკვე ვეღარანაირად მოვახერხებდი :))
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14  offline წევრი ანა ბალზაკი

ძალიან კარგია, გრძნობა მოიტანა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent