შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მიტოვებული"


8-02-2017, 00:25
ნანახია 1 908

როცა ეული, მიტოვებული,
ვერ მოიფიქრებ საით გაიქცე,
ვერ გაიხსენებ ვერცერთ სულიერს,
და მზად იქნები მარტო წაიქცე.

შენ დანებდები ამაოებას,
და მიეცემი სასოწარკვეთას,
გთხოვ გაიხსენე მაღალი ღმერთი,
ამ ცხოვრებიდან არვის განკვეთავს.

თუ ბნელი ღამე, სასტიკი მზერით,
გამოაღვიძებს შენს ფარულ ტკივილს,
თუ შენი სული ვეღარ გაუძლებს,
რომელიც იტანს არსების კივილს.

ნუ მისცემ ნებას წუხილს და სევდას,
რომ დაიმონონ შენში ნათელი,
ღმერთს მიეკედლე, ტაძარს მიმართე,
და იქ დაანთე წმინდა სანთელი.

და თუ იწამებ, შენს დარდს განდევნი,
თუ ამაღლდები ტკივილზე მაღლა,
თუ შენი სული იგრძნობს სიამეს,
და თუ შენს სხეულს დატოვებს დაღლა.

ნუ დაივიწყებ ვინ დაგეხმარე,
ვინ გაგიწოდა დამხმარე ხელი,
და შენს მიმართ მადლობოს ნიშნად,
სხვას დაეხმარე, ვინც შველას ელის.



№1 სტუმარი maniaki var

https://mainteresebs.wordpress.com/2011/05/15/რამდენიმე-ხერხი-თუ-როგორ/

 


№2  offline მოდერი bla.ell

ლექსიიი მარი იყო რა თქმა უნდა გური:დროგორც ყოველთვისheart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent