ორშაბათს - ვნახე და შემიყვარდა
ორშაბათს - ვნახე და შემიყვარდა, სამშაბათს - გულმა დამიწყო ძგერა, ოთხშაბათს - დედას გამოვეპარე, ხუთშაბათს - დედამ დამიწყო ძებნა, პარასკევს - მოვალ, გეტყვი ყველაფერს, შაბათს - იქნება ხელის მოწერა, მეორე შაბათს ქორწილი ჩვენი, და მასთან ერთად ბედნიერება...! * * * შენ ჩემი თეთრი ოცნება გერქვა, მინდოდა შენთვის ..მიყვარხარ'' მეთქვა, მე ვერ გითხარი ეს ერთი სიტყვა, რა იქნებოდა შენ მაინც გეთქვა. * * * ყოველ საღამოს თბილისის ზღვაზე, ვხვდები მშვენიერ პატარა გოგოს, მას გონია რომ მე იგი მიყვარს, მე მხოლოდ მისი თვალები მომწონს. ყოველი ღამე აგერ იმ ზღვაზე, მე გოგო მელის თვალცრემლიანი, წყნარი ღამეა, მთვარე ანათებს, ცა სუფთა არის ვარსკვლავიანი. მის ლამაზ თვალებს შორიდან ვიცნობ, მივდივარ სწრაფად მიმეჩქარება, ვფიცავ გულში რომ მე იგი მიყვარს, და ვარწმუნებ რომ სულ მეყვარება. შემდეგ კი მიხსნის დიდ საიდუმლოს, მეუბნება რომ მასაც ვუყვარვარ, და შეუძლია თავი გასწიროს, ასე ვხვდებოდი თითქმის ყოველღამ. ასე გასტანა ვინ იცის რატომ, ჩვენ სულ დავშორდით, სულ სამუდამოდ, სიკვდილმა ჩემი ფარული ხელით ის გამომტაცა და ჩაიბარა, გარდამეცვალა იგი უდროოდ, და სიყვარული მე მომაბარა. და ყოველ ღამე ვარდთა ბუკეტით, მიმაქვს და ვადებ საფლავის ქვაზე, ვუყურებ სურათს და მახსენდება, ყოველი ღამე თბილისის ზღვაზე. * * * სიყვარული არ ვიცოდი რა იყო, რომ გავიგე გული ორად გაიყო, ნახევარი შენ წამართვი წაიღე, ნახევარი ვეღარ სუნთქავს ვაიმე....:S:S<3 * * * მე მივდიოდი, მარტო, სულ მარტო, თოვლის ფიფქები თავზე მდიოდა, და ვერა ვგრძნობდი რომ შენზე ფიქრში, თურმე ლოყაზე ცრემლი მდიოდა. * * * შორიდან გნატრობ მინდა იცოდე, არ მინდა იგრძნო ჩემგან სიშორე, კოცნას გიგზავნი გულით იცოდე, და მეყვარები მთელი სიცოცხლე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.