შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მენატრები


8-02-2017, 22:17
ავტორი aanamaria
ნანახია 3 603

ახლა, ისე მენატრები, ძლიერ…
ახლა, გული გაგიჟებას ლამობს…
შენს სიყვარულს, ვერაფერი ვძლიე…
დრო კი, ასე უსაშველოდ ჩქარობს…

ახლა, ისე მენატრები, მინდა…
ჩემთან იყო… და არასდროს გათავდე…
წვიმდეს ისე, როგორც მაშინ წვიმდა…
გაშიშვლებულ, შეშლილ ღამეს ვხატავდე…

ახლა, ისე მენატრები, ისევ…
წვიმდეს მინდა, მოგეპარო ციდან…
შენზე ფიქრი, გულს იმედით მივსებს…
შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა…

ახლა, ისე მენატრები, როცა…
შენით მთვრალი, ვეფერები მთვარეს…
მენატრება, შენი ნაზი კოცნა…
დაბრუნდი და ისევ შეგიყვარებ…

ახლა, ისე მენატრები, დღესაც…
მინდა ისევ, ჩემს მკლავებში იწვე…
შენს სიყვარულს ვუმტკიცებდე მზესაც…
როგორც მაშინ, მაგიჟებდე ისევ…

ახლა, ისე მენტარები, ხანდახან…
ახლა ისე, გაგიჟებით მაწვიმს…
დამიძახე, ვერ გიპოვე, სადა ხარ…
დაბრუნდი და გაპატიებ, მაშინ…

ახლა, ისე მენატრები, ალბათ…
როგორც, ახალს ენატრება ძველი…
გაწვიმდა და წვეთებივით დალბა…
შენს თვალებზე მოვარდნილი ცრემლი…

ახლა, ისე მენატრები, ვნატრობ…
მინდა ისევ, ჩემს სიყვარულს გრძნობდე…
აღა ვიყო, უშენოდ და მარტოდ…
და ეს ღამეც შევატოვოთ გრძნობებს…

ახლა, ისე მენატრები, მაინც…
და ერთ ღიმილს, ყველაფერზე გითმობ…
წვიმაა და სიყვარულიც არის…
დაბრუნდი და დამიბრუნე, სითბო…



№1  offline წევრი Niioo

heart_eyes kissing_heart უბრალოდ ვერ გამოვხატავ ემოციებს მხოლოდი იმის თქმა შემიძლია რომ მაგარია kissing_heart

 


№2  offline მოდერი bla.ell

magari leqsiaheart_eyes❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Niioo
heart_eyes kissing_heart უბრალოდ ვერ გამოვხატავ ემოციებს მხოლოდი იმის თქმა შემიძლია რომ მაგარია kissing_heart

მეც შენნაირ მდგომარეობაში ვიყავი პირველად რომ წავიკითხე

bla.ell
magari leqsiaheart_eyes❤❤❤

გეთანხმები ძალიან მიყვარს მეც kissing_heart სამწუხაროდ ავტორი არ ვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent