შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


10-02-2017, 13:46
ავტორი ლ უ კ ა
ნანახია 2 929

და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...
მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!

ავტორი: გურამ ხიზანეიშვილი



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

იმდენად თბილი და სიყვარულით გაჟღენთილია რომ უცნაურად გამცრა ტანში...
ძალიან ლამაზი ლექსია heart_eyes
ყოჩაღ kissing_heart

 


№2  offline წევრი ლ უ კ ა

ონლაინ გოგონა
იმდენად თბილი და სიყვარულით გაჟღენთილია რომ უცნაურად გამცრა ტანში...
ძალიან ლამაზი ლექსია heart_eyes
ყოჩაღ kissing_heart

მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

მაგარი ლექსი იყო ბრავო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent