ლექსად ქცეული სიყვარული
მე ვიღებ კალამს და ვაპირებ ლექსი დავწერო, თუმცა არ ვიცი სად შევკრიბო მზგავსი სიტყვები, მსურს ჩემი ფიქრის ვარდისფერი გზები ვაჩვენო, რომელსაც წამით უსასრულოდ, უხმოდ მივყვები. მსურს ბრძენი გავხდე, თუნდაც ერთი ნანატრი წამით, მეტს არ მოვითხოვ, მხოლოდ ერთს გთხოვ გესმოდეს ჩემი, არ მიმატოვო ცივი ზამთრის სისხიან ღამით, როგორც ზღვის გულში დარჩენილი ეული გემი. ნუ მაგრძნობინებ რომ ამ ქვეყნად ჩემი ტკივილი, არავის ტკივა, ვერ გამიქრობს, ვერ ვინ იარებს, ნუ დამაჯერებ რომ მხურვალე სულის კივილი, ჩემს ბედის ბორბალს კვლავ უკუღმა დაატრიალებს. მე ვეძებ სიტყვებს რომ გადმოვცე ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ ვაგნებ, მგონი მათაც ზურგი მაქციეს, ალბათ მისმენ და ვერ გაიგე სულ ვერაფერი, ჩემმა ფიქრებმა გაუგებარ ლექსად მაქციეს. და თუ შენც წახვალ, მიმატოვებ ამ ბნელ ფერებში, თუ არ გაათბობ ჩემს ცივ ხელებს გამთბარი ნდობით, სევდა იმეფებს სიყვარულით სავსე ბგერებში, და ეს ცხოვრებაც მიილევა ტკივილის გრძნობით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.