ძნელია, როცა ტირილი გინდა
ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა და რომ ვეღარ გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ თითებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა… *** ჩიტებმა ჟივჟივით ცის თაღი მოხაზეს, ქარმა სიმინდებში თავი ისახელა, ცას სილა გააწნე გვალვისთვის ლოყაზე, იტირა… თითებივით დააჩნდა ცისარტყელა. *** სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი. მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი. მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი. მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი. ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი. მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი *** ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი, მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა. მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე, ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა! ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო, უთუოდ მახსენებ ოდესმე… ოდესმე! გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა. ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი ოცნება, ნახაზი საგანთა უარით, ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი, რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ. ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის. ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის! ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები – საღამო კანკალებს შიშით და რიდობით, საღამო ნელდება და კვდება ვარდები… მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!. *** დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს ყველაზე მოწყენილ დღეს ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . ყველა მწუხარებას გაუმარჯოს ყველა დაჩაგრულ გულს, ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზააბნეულს ერთს, ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის მადლი მოვუხადოთ ღმერთს!! *** -დამხატე დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი დახატე მკვეთრად ჩემი სახე ჩემი სიცილი -დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ ვიდრე ბავშვი ვარ ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე კენტად დავდივარ. -დამხატე… მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები -დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები -დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან ყანწით გილოცავს დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს… -დამხატე, ტილოს მოუხდება ჩემი სიცილი დამხატე მასზე მხიარული ვიდრე ვიცინი…. *** სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში… მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე…დავაგვიანე… რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით… სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო… აქაც ბოლო ვიყავი. და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით, სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეუერთდნენ ქალები. წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული, და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული… სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო… გაზაფხული იღვიძებდა იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.. სიყვარული რიგდებოდა და მე…დავაგვიანე… *** წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია… მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია… უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები… როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა… მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!… წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია… ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია… იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს, …იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს… იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ… ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ… ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია… დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია… ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე… ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე… ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი… მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი… წუხელ… ნამთვრალევს… ბევრი ლექსი დამიწერია… მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია… *** ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა. *** “მე შენ მიყვარხარ!”ნუთუ ცოდვაა?! და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი. “მე შენ მიყვარხარ!” დამნაშავე ვარ? დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი. ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში, მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ, “მე შენ მიყვარხარ!”ყოველთვის ვიტყვი, თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ. “მე შენ იყვარხარ!”თუნდაც ვკვდებოდე, თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი, “მე შენ მიყვარხარ!”და მე ამ სიტყვებს, გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც. და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო, არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა, მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად: “მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!” ავტორი: გურამი ხიზანეიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.