შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს საზიზღარი განცდა მეობის...


15-02-2017, 01:24
ნანახია 2 266

ბათუმის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დავეხეტები
არ ვიცი იქნებ შენ გეძებ
ან იქნებ რაღაც სულიერ საზრდოს...
ირგვლივ ყველაფერში იგრძნობა სიმარტოვე
რაღაც ავბედითი სულის სიახლოვე...

ქუჩაში დადიან ცოცხალი ლეშები
ტკივილიანი, მკვდარი მზერებით...
მე კი დავწანწალებ ნაცნობ ქუჩებში,
ხალხის ხროვაში გეძებ თვალებით...

წვიმამ მოუმატა... თოვლიც გააპარა...
არ ვიცი რისთვის, ვისთვის ვიბრძვივარ...
უბრალოდ ვხვდები მარტო არ მინდა...
დამღალა ეულად ბრბოში წანწალმა...
შენ კი საყვარელო არსად არ ჩანხარ...

სულის ჭიდილი კვლავ გამიმძაფრდა...
სათქმელი უხვად დაგროვილი,
ყელში ბოღმის მსგავსად ისევ მომებჯინა...
მაგრამ არაუშავს... წვიმა გადაიღებს...
ჩვეული სევდაც სადღაც გაქრება...
ეს საზიზღარი განცდა მეობის
ალბათ ოდესმე ჩემშიც გაქრება...



№1  offline მოდერი bla.ell

Rogor gamomrcha chemi sayvareli gogos leqsiiii dzalian momewonaaaa❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent