შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ გაფერმკრთალდი...


15-02-2017, 15:40
ნანახია 1 464

გარეთ, რომ თოვდა მე თეთრგულა ფიფქებს ვხატავდი,
ვეფერებოდი შენზე ფიქრებს დაუსრულებლად.
ტკივილს ბეღურებს ვკიდებდი და ღმერთთან ვატანდი,
ერთი იცოდე - არ წავსულვარ დაუბრუნებლად.

შენთან რომ წვიმდა ცხარე ცრემლის ვგრძნობდი დინებას,
შემომეცრიცე... გადმომექცა სისხლი მაჯიდან.
მე შენი წილი სიყვარულით სუნთქვა მინდება,
მინდა, რომ ხედად შენ მოსჩანდე ჩემი ფანჯრიდან.

იცი? არ ვცხოვრობ... სასიცოცხლოდ ვისუნთქავ ჰაერს,
ვისუნთქავ და თან ემოციებს ქუჩებში ვფანტავ.
ნუ გიკვირს გული თუ ვერ იტევს ნაგროვებ განცდებს
და მეც სევდისფერ რეალობას მოთეთროდ ვხატავ.

წვიმდა... მთელი დღე შეუწყვეტლივ ტიროდა ზეცა,
სისხლისფერ ცრემლით ასველებდა ქანცგაცლილ ქალაქს.
ფანჯრიდან ვუცქერ... გარეთ გასვლას ვერაფრით ვბედავ,
რადგან შენგვარად საიმედო არავინ არ მყავს.

წუხელ შუაღამით შენზე ფიქრებს ცოცხლად ვხატავდი,
ზეცა ვარსკვლავებს იწყვიტავდა ღვთისგან მალულად.
ჩემთან მყავდი და სიზმარშიც კი ცხადად გკარგავდი,
კვლავ, რომ მეტირა გაღვიძებულს სულაც არ მსურდა.

ვერ გაფერმკრთალდი... გიმეორებ დაუსრულებლად,
სისხლის გაჩერდა მიმოქცევა თითქოს მაჯებში.
მე არ წავსულვარ მოჩემფეროვ დაუბრუნებლად,
მინდა, რომ ხედად დაგიგულო ჩემი ფანჯრების.

ჩუმი 'პოეტესა'



№1 სტუმარი Guest mware

აი ლექსი ორიგინალური და გამორჩეული.ყოჩაღ!მომეწონა ძალიან.<3<3ჩუმი არ უნდა გერქვას ეგ სახელი სხვას უფრო მოუხდება ვინც,აეი იცის ლექსში რაღაც გამორჩეული შემატოს.

 


№2  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Guest mware
აი ლექსი ორიგინალური და გამორჩეული.ყოჩაღ!მომეწონა ძალიან.<3<3ჩუმი არ უნდა გერქვას ეგ სახელი სხვას უფრო მოუხდება ვინც,აეი იცის ლექსში რაღაც გამორჩეული შემატოს.

ძალიან დიდი მადლობაა <3 <3 <3

ნონორე
ძალიან ლამაზია

მადლობა <3

eremar
როგორ მიყვარს ვერც აღვწერ... ღმერთო, ბედნიერი მიმყოფე!

<3 <3 <3 ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent