მიყვარხარ
ვინც შორიდან პატივს გცემს , და არ გეტყვის სიტყვებს სრულს იცოდე რომ ის ატარებს ნამდვილ შენს სიყვარულს მე რომ მიყვარხარ ამაში ეჭვი რად გეპარება შენს შეძახილზე მოვალ განა დავიგვიანებ?! გიჟს რომ მეძახი რატომ ერთხელ არ დაფიქრდები შენ გამაგიჟე , შენვე უნდა დამაჭკვიანო მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ , და შენს სიყვარულს ვერ გავექცევი ჩემზე არა სთქვა გული არ აქვსო მე გული მქონდა და შენ მოგეცი შენ ქალი ხარ ჩუმად უნდა იწვოდე , არ შეგშვენის გრძნობის გამომჟღავნება ვაჟს თუ თავი შეაძულე იცოდე, შეძლეულ პურს ძაღლიც არ ეტანება რა გულგრილი ხარ ? თვალებს მილულავ , თვალებს მილულავ ცრემლით ნატბორევს შენ ამოგივსე სული ყინულის ცივი ნამსხვრევებით და მიგატოვეს მე არ გამტყუნებ რომ აღარ გჯერა მე აღარ გეტყვი - ”ჩემს სიტყვებს ენდე” მე არ გამტყუნებ რო აღარ გჯერა კაცის ამდენი ღალატის შემდეგ... მე კოცნის ზღვაში დავიბადე , ნეტავ რად მგონია ? და კოცნის ზღვაში დავიხრჩობი , ასე მგონია გამიგონია კოცნა ლოთებს მოუგონიათ წარმოიდგინეთ , რა სათუთი გრძნობა ჰქონიათ. ავტორი: გურამ ხიზანეიშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.