შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - არ გჭირდება ჩემი სიყვარული


22-02-2017, 00:00
ავტორი ერკე
ნანახია 1 741

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული
უშენობით ხომ ეს გული დაიფერფლა,
სიცოცხლე ლამობდა, ბოლომდე ეცოცხლა
და სიკვდილიც შეეწირა მსხვერპლად.

ღუმელშიც გაქრა ცეცხლი და ჩაქრა სითბო
სახლში აცივდა, როგორც არასდროს არსად
ის მყუდროება დაირღვა და შემოიძარცვა
რაც კედლებს შორის შემოიჭრა და დაიმარცვლა.

მიყრუებულან ხმები ოდესღაც შენთვის ნაცნობი,
აღარც კი გახსოვს როგორია მოგონებები,
შენ სიყვარული უარყავი და საათობით
ოცნებობდი და ოცნებობდნენ ის ოცნებები,
შენ რომ გიყვარდა.

ზურგი აქციე სასახლეს და ფარდებს ახევდი,
მისი ყოველი სიტყვა რაც გითქვამს, იყო ტყუილი
ზოგჯერ სევდა და მწუხარება სჯობს, გრძნობას გამხელილს
მაგრამ სინდისი, არ გამიყე, ქართა წუილი
შენს კარმიდამოს არღვევს ყოველთვის.

ყოველი მხარე და ოთახი ოდესღაც მყუდრო,
ახლა ცარიელ სამყაროში მარტო შენ დარჩი,
ფერად-ფერადი ყვავილები გაშავდა უფრო
შენი გული კი მომაგონებს დაფლეთილ არწივს.

ჯერ სიმყუდროვე დაგეკარგა, შემდეგ სიმშვიდე
გაგიჟებასაც ცოტა გეკლდა ყოველთვის თითქოს
სულ არ გჭირდება რომ გიყვარდე, რათა მიფშვნიდე
ათასად გაჭრილ, დაჩეხილ და აწ მკვდარ გულს თითქოს.

პ.ს.
ვიცი დამეთანხმებით, ძალიან რთულია როცა ადამიანი გიყვარს, მისთვის ყველაფრისთვის მზად ხარ, ყველაფერს მისცემ და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვ, თუმცა ბოლოს ისე ხდება, რომ ხვდები მას არ სჭირდება შენი სიყვარული და უბრალოდ ძალიან კარგად თამაშობს, რომ უყვარხარ. ან საერთოდ არც თამაშობს, ამას პირდაპირ გეუბნება, მაგრამ უამრავი მცდელობის შემდეგ, როცა ფარ-ხმალის დაყრა არ გინდა და უიმედობის მორევში იძირები - გიწევს.



№1 სტუმარი Guest mware

Amitomac miyvars galaktionis mesaflave":(zogs guls vada gadis droze adre,dges ishviatobaa gulwrfeli siyvaaruli.......

Imedia chawvdebi risi tqmac mindoda roca es leqsi vaxsene.

Radgan sulier sikvdils fizikuri sjobia.

Zogjer vitvlit ramdenjer gvatkines,magram chven rom vayenebt sxcebs tkivils es gvaviwydeba xolme@_@

 


№2 სტუმარი Guest ანი

ავტორს მინდა ვკითხო, წიგნების კითხვა გიყვარს?

 


№3  offline ახალბედა მწერალი ერკე

Guest ანი
ავტორს მინდა ვკითხო, წიგნების კითხვა გიყვარს?

Guest ანი
ავტორს მინდა ვკითხო, წიგნების კითხვა გიყვარს?

Ki miyvars.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent