ლექსად ნათქვამი
ადამიანი მიყვარს ღარიბი, ლექსში მდიდარი რითმა მახარებს, შენ ჩამინერგე ეს თავმდაბლობა როცა გაქებენ,თავი დახარე... ადამიანი მიყვარს უბრალო ჩამოხეული თუნდაც სამოსით, შენ დაიფარე ყველა უფალო! როცა გახსენებ,ცრემლი ჩამომდის... ადამიანი მიყვარს მართალი, როცა წყლიანი თვალებით გიცქერს, მაგრამ სადაა დღეს სამართალი, მაგრამ სადა აქვს დღეს ფასი სიტყვებს... და თუ ჩაირთო უკვე წამზომი დღეს,როცა ღმერთი გვითვლის ნაბიჯებს, ღარიბ სხეულში მდიდარი სულით ათასში ერთი თუ დააბიჯებს... ............................. ადამიანი სულით მდიდარი, ადამიანი სულით უბრალო, შენ უკეთ ხედავ, თუ ვინ ვინ არი შენ მაპოვნინე შეგთხოვ უფალო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.