შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედი მე მტკივა


25-02-2017, 23:15
ავტორი aanamaria
ნანახია 1 835

დედი შენს სახეზე ურჩი ნაოჭები
როცა დათარეშობს მაშინ გეფიცები
გული ამევსება დარდით უქმნელობის
მინდა შეგეშველო მაგრამ ვერა გშველი.

დედი შენს თვალებზე ცრემლის გადმოცვენა
სულში ძლიერ მტკივა გულში ვიფერფლები
მოსდევს ღამეები ფიქრთა მოზღვავება
ჩურჩულით ვკითხულობ ღმერთო შეგვეწევი?

დედი ძვლები მტკივა სისხლი ამიდუღდა
მე და სიმარტოვე ერთურთს ვეფერებით
ისევ ცრემლები და ფურცელზე ლაგდება
დარდებს გულში ვიკლავ ლექსებს ვერ ველევი

დედი შენს თვალებს რომ სევდა ემატება
როცა იღიმიხარ ამას მაშინ ვხვდები
ვფიქრობ ჩავეხუტო ნეტა გამომივა?
მერე ვიძინებ და სიზმრად გეფერები.

იტყვიან ამ ლექსმა დაკარგა სინქრონი
ეს ლექსი არაა ამას შენ მიხვდები
მე ღამით ყოველთვის უთქმელად ვილოცებ
ღმერთი მოწყალეა შენ არ დაბერდები !
(გიორგი შუშანაშვილი)



№1  offline წევრი doriane

ჩემი დედიკო მომენატრა :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent