სამი სიტყვა
ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა, ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად, "მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია, როდესაც გულში დამალული სიყვარულია... ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია, მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი, დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი... ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია, "მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია, ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი... შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი, შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი, მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი, მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი... მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე, შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე, შენს სიახლოვეს გავატარე თერთმეტი წელი, მაგრამ "მიყვარხარ", ვერ გითხარი მე ვერ შევძელი.. ვერ წარომიდგენ ჩემი გული თუ რას იტანდა, შენი თვალები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.