ლექსები სიყვარულზე''
ჩემში დამთავრდი... ჩემში დამთავრდი… ალბათ არც არასდროს დაწყებულხარ.. ჩემშივე გაქრი.. ალბათ არც კი დაბადებულხარ.. შენ..! ვინ შენ?! წამში დასრულდა შენით ჩემი არსებობა. ჩემს არსებაში შეწყდი და აღარ გაგრძელდები.. „მიყვარდი“ არა, ეს სიტყვა არ არსებულა, რომ მყვარებოდი ახლა სიტყვა „მიყვარხარ“ იარსებებდა… ის ღიმილი, რომელიც ჩემთვის სიცოცხლის ელექ იყო, ახლა ყალბი ადამიანის გაღიმებად ქცეულა… ის თვალები, რომლებსაც ჩემი სამყაროს დასაწყისად მივიჩნევდი, ახლა მატყუარა ადამიანის მზერასთან ასოცირდება… იმ ხმას, რომელიც წამიერად ჩემს გარინდებას იწვევდა ძალა დაკარგვია და მის ბგერებს ჩემებური, საოცრად საყვარელი რხევა მიუტოვებიათ…. ის მონატრება, რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრებით იყო დამუხტული ერთბაშად გამქრალა… ის საოცარი გრძნობა, რომელიც შენი ნახვის მოსალოდნელი სიხარულით იყო სავსე დაკარგულა, გაქვავებულა….. ფერები, რომლებიც შენთვის არსებობდნენ ჩემში, გახუნებულან… ვინ ხარ, ან რატომ ხარ?! არც არავინ ხარ და არც არაფრისთვის ხარ!!! აღარაფერი ხარ!!! ერთი საოცრად უნიჭო დამწყები მსახიობი ხარ, რომელიც ამბიციებსაა აყოლილი!!! ერთხელაც გაიაზრებ რეალობას… ჩაიხედავ შენს გულში და მიხვდები, რომ შენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა წარუშლელი კვალი დატოვა… შენც გაჰყვები ამ კვალს იმ იმედით, რომ შენს ნამდვილ სიყვარულთან მიხვალ , იმ იმედით,რომ დაიბრუნებ …. გაჰყვები მის ნაკვალევს როგორც ყოველთვის თავდაჯერებულად …. მაგრამ აღმოაჩენ, რომ კვალი წყდება, რომ ყველაფერი წაშლილა ….. რომ აღარაფერი დარჩენილა იმ მასშტაბური გრძნობიდან, რომელიც შენ ახლა გაიაზრე და დაინახე…. გოგონა, რომელსაც შენს გამო სიცოცხლე მიხაროდა სულ სხვა ადამიანად ვქცეულვარ …. …. ჩემში ყველაფერი გამქრალა, გამქრალა ის რითაც ვსუნთქავდი, გამქრალხარ შენ….. მიხვდები და მიპოვი …. გაპატიებ და დაგიბრუნდები ……. პირველად მოხდა - ამ დილით კარი პირველმა შენ გაიხურე.... ოთახში ახლა, როგორც ნამდვილი, დუმილი დგას და ავად მიყურებს... სიმშვიდეს ვისხამ მხრებზე, მოგონილს, სულის ფორიაქს ეგებ, ვუშველო.... რას ვიფიქრებდი,თურმე, როგორი ცარიელია სახლი უშენოდ... ეკა კვიციანი ბაბუაწვერა თუ მართლა ღმერთი ხარ, სიყვარულო, რაღატომ ჰგავხარ ბაბუაწვერას? რა ვქნა,მითხარი, რით დაგიფარო, ნიავის ერთი შემობერვაც თუ ასე გცელავს, გულის გრიგალს როგორ გაუძლებ ? მარიამ წიკლაური ბოლოჯერ ვიტყვი... ჩამეთვალოს ისევ, შეცდომად შვებად თუ არა, ტკივილად ხომ მემახსოვრება... მე უკვე შევცდი, როცა ვცადე ისე მეცხოვრა, რომ ბრმა თვალებში ჩამეტია შენი ცხოვრება.. და რაღაც ჟინით მხოლოდ იმას ვხედავდი დღემდე, რაც თამაშია, ზღაპარია, აბსურდის ქარგვა, რის მაქნისია თუნდ ეს ლექსი და რისი შემძლე, როცდესაც ფეხქვეშ მიწა დუღს და სიმყარეს კარგავს... გამოგიტყდები – დღეს პირველად ვიგრძენი, თითქოს - სტრიქონებიდან უსაშველო ტკივილი ჟონავს, ცეცხლს საკუთარი გულის სისხლით ებრძვი და იქრობ, რადგან ეს არის აკრძალული სხვებისთვის ზონა. რა სიბრიყვეა! თავზე ხელის აღება უფრო – რამდენჯერ ვცადე ამ აკრძალულ ზონაში შესვლა, ვითომ ლექსები, უფერული, ბლაგვი და უფხო, კართან რამდენჯერ მოგიყარე ღვარძლად და გესლად... და მზარავს ახლა, ყველაფერი ისე ცხადია, ლექსები თითქოს, გაცოცხლდნენ და ალაპარაკდნენ... - ღმერთო, შეუნდე ჩემნაირებს, თუ რას ჩადიან, არ უწყიან და არც ცდილობენ, ამას მალავდნენ. თუ მღვრიე წყალში ხელს ბრმებივით აფათურებენ, ვითომ საშველად, ვითომ რამის გადასარჩენად... დღეს სინანულმა ტალახიან ნაფეხურებზე - ჩემს ნაკვალეზე მომატარა და შემაჩვენა... ადამიანებს ერთმანეთის არასდროს ესმით, ჩემი მცდელობაც ფუჭი იყო- ავი ზმანება.... მე აღარ მიკვირს, რომ გძულს ახლა ეს ხმაც და ლექსიც - ნაგვიანევი სინანული და აღსარება... ეკა კვიციანი მომწერე... და მე ვიქნები არქეოლოგი შენი ფიქრების. გავფილტრავ სიტყვებს,ვიპოვნი ახსნას,ნიშანს, რომ არ ჩამქრალხარ,ისევ მეტრფი, როგორც მაშინ მე- როცა ქურდივით მოვიპარე კოცნა ბაგედან. მომწერე... დამაჯერე,რომ იარსებებს სადღაც ზღაპარი. -შევძლოთ თავიდან ერთგულება. მე გადავმალავ უიმედო "იყოს რაც არის"-ს... „გოგოობის კანონი“ ყველაფრის პირდაპირ თქმა რომ შეიძლებოდეს. არ იყოს ეს ნახევარსიტყვები, ნახევარტონები. ნახევარნათქვამები. თითქოს ამით რამის გადარჩენა შეიძლებოდეს, ვინმეს წასვლას გადააფიქრებინებ, ვინმეს უკან დაიბრუნებ ამ სიჩუმით. ზიხარ, იცმუცნები ამ ნახევრადმისახვედრებს, არ შეაშინო, არ დააფრთხო, მეწყერივით არ წაიღოს, მიწის ქვეშ არ ჩაიტანოს შენმა ნათქვამმა. არადა ყველას წასვლა გადაწყვეტილია. ყველა წასვლა წინასწარ გადაწყვეტილია, უბრალოდ, დროებით გადადებული. და ყველა სათქმელიც სათქმელია, უნდა ითქვას, უბრალოდ, გადადებულია, სამუდამოდ გადადებული. ლია ლიქოკელი რაღა აზრი აქვს იმის მტკიცებას, რომ მითი ხარ და არ ხარ ნამდვილი, გული თუ აღარ მეტევა მკერდში, თვალების ცეცხლით და ჟრუანტელით როცა მეხები... მიყვარხარ!- ვამბობ,- ამ ერთი სიტყვით ვამარცხებ წარსულს -ურჩს და თავნებას და ჩემი სულის გაცვეთილ სამოსს - სიჯიუტეს და ამპარტავნებას - ვყრი შენს ფეხებთან... ეკა კვიციანი მე, გაუვალი ლაბირინთის მარადი მგზავრი, ვერ გაგცდი, აქ ხომ კარის შემდეგ ისევ კარია... შუაღამისას დაუწერელ ბარათებს ვგზავნი, ვინც ამდროს ფერად სიზმრებს ხედავს, ნეტარ არიან... ნეტარ არიან, ვინც არ იცის, რას ნიშნავს დგომა, პირისპირ სარკის, სულის სარკის და ბზარებს შორის, არ ჩაუხედავს არასოდეს, ერთხელაც რომ არ უგრძვნია, როგორ ილექება სხეულში შმორი, როცა ტკივილი ფეხაკრეფით აპირებს წასვლას, დაუკითხავად ეწვეთება გარდასულს ჩრდილი... და არ უნახავს, სიტყვებს, გულს რომ ოდესღაც დასცდა, ნელ-ნელა როგორ ეპარება ხავსი და ჩრჩილი... შემზარავია უტკივილოდ დარჩენის შიში, გათენებამდე, ვიდრე დილა ღამესთან გამყრის, როცა მარტო ვარ და ვერავინ ვერაფერს მიშლის, ჭრილობებს შეკრულ პირს ვუხსნი და შიგ მარილს ვაყრი... რამდენი ლექსი ამ ჭრილობის ქაფიდან იშვა, რამდენჯერ ვცადე, ვერ მივედი მაინც, წერტილთან... და ყველა ლექსში ვგრძნობ, რომ ისევ "მიყვარხარ"-ს ნიშნავს, ფურცელზე ზიზღით მისრესილი სიტყვა: - "ვერ გიტან!" ეკა კვიციანი ასე ახლოს, ასე ჩუმად! ასე ახლოს, ასე ჩუმად, სდუმან , სდუმან, კელაპტრები, მეყვარები, მეყვარები, დრო გადის და, ვეჯიბრები, სიყვარულში… სიბრალულში, ვიყო მუნჯი, ცოტა ურჩი, საწამებლად, გამოვდგები, მტანჯე ნუ მცდი, ნუ ცდი, დარდსაც დარად, ხომ ეგ უნდა, არ ჩამომრჩე, მითხრა წამით, გადაბრუნდა, აღარ უნდა, წამიყვანოს უცხო მხარეს, ვაღებ კარებს, მის იქით კი, მთვარე ანთებს, ჩემს ცრემლიან, დაღლილ კალთებს, მზე კი არ ჩანს, არ თენდება ღამე მაწევს, არწევს, აკვანს , სულის აკვანს, დაჰყავს ზურგით, პატიება, ნუღარ მკითხავ ნუღარ მეტყვი, სად წახვედი?! რატომ შეწყდა სიხარული, სიკეთეში ამოსვრილი, ტკბილი ნექტრით. ფეხებს ვადგავ, ვეღარა ვგრძნობ, გზაზე დაყრილ სიამაყეს, იამაყებ, იამაყებ, როცა მომკლავ, როცა თოკავ, შენს სიყვარულს, და მოპარულ ტკივილიან ამ სიბერეს, დარდი გალევს, გადაფანტავს დროთა ცვლაში, მე და რაში, ჩემი რაში, თეთრი ბეწვით მაღლა ცაში, გავფრინდებით და დავრჩებით საუკონოდ ერთმანეთთან საძოვრებზე სიყვარულის და სიკეთის იმ ჩვენს ღმერთთან! იმ ჩვენს მთაში. ,,ერთი გულწრფელი ღიმილი'' ერთი გულწრფელი ღიმილი გულში ცივ ყინულს ალღობდა. ღიმილი თვალში ნაპერწკლით სულში ცივ გრძნობას ათბობდა. ერთი გულწრფელი ღიმილი მე ენერგიით მავსებდა. დაუვიწყარი ღიმილი სიცოცხლის წუთებს მმატებდა. *** ერთი გულწრფელი ღიმილი ნაპერწკალს აღარ აჩენდა. მონატრებული ღიმილი, ცხელ გრძონბას აღარ აფრქვევდა. ერთი გულწრფელი ღიმილი წარსულის ბნელში ქრებოდა. დავიწყებული ღიმილი სახეზე აღარ ჩნდებოდა. ღიმილი მე რომ დავკარგე სიცოცხლის წუთებს აქრობდა. ერთი გულწრფელი ღიმილი ცივ ყინულს აღარ ალღობდა. შენი თვალები მენატრება, ჩემი სიყვარულით სავსე. შენი ტუჩები მენატრება კოცნა სიცოცხლით მავსებს. შენი ხელები მენატრება, შენი სითბოთი სავსე. შენი ჩახუტება მენატრება მსურს, რომ სულ ჩემში მყავდე. შენი არსება მენატრება სულს, რომ სიმხნევეს მატებს. შენი სიტყვები მენატრება, მე ჩემი გრძნობები განდე, შენს გულში ისე გავიარე, კვალი დავტოვე ცამდე. ვიცი ვერასდროს ვერ დამტოვებ ერთად წავიდეთ სადმე, სიყვარულს ფიცი არ სჭირდება, ხელი ჩამიკიდე მალე, შენი ღიმილით სამყარო იცინის ერთად გავცდებით საზღვრებს. მინდა მოგეფერო, მინდა ჩაგეხუტო, ფერები გაჩუქო ვრცელი. მინდა გაგაოცო, ბევრჯერ გაგაგონო გულწრფელი სიტყვები ჩემი. მინდა სივრცე შევქმნა, მინდა გაგანათო გულში ჩაგიღვარო სვეტი. მინდა მხოლოდ შენთან მალე წამოვიდნენ ჩემი სავალი გზები. სადღაც სიჩუმეა ფიქრი უმოძრაოდ უხმოდ გაყინულა ვებრძვი. მინდა ისევ, ისე ჩემში დაიბადო, გრძნობებმა მომიყვანონ შენში, მინდა ოცნებები ლამაზად მოგიქარგო სიცოცხლე მოგიძღვნა ჩემი. მინდა სიყვარულო ისევ დამიძახო, მინდა ვიარსებო შენთვის. ესეც ჩემი მინდა ნეტა შენ რა გინდა? ვისკენ გაიწოდე ხელი? ისრები წკაპაწკუპით წამით არ გვტოვებენ ალბათ მალე გავლენ წლები, მჯერა გაგიღიმებ გეტყვი: მინდა დამიჯერო ასი წლის მერეც მე უფრო მეყვარები!!! ,,მიდიან დღეები, მიდიან კვირები'' მიდიან დღეები, მიდიან კვირები, და ისევ ქუჩაში მივდივარ წყნარად. შენ ალბათ სხვასთან იქნები მარად და მომიგონებ ბავშვურად სადღაც. გაგახსენდები ისევ ისეთი, როგორიც დავრჩი შენთან ფიქრებში და მახსენებდა შენი სიტყვები გრძნობით ნათქვამი უცნობი ფიქრები. მაშინ მივხვდები, რომ მე გჭირდები რომ შენში მხოლოდ მე მარად ვიქნები. შენი თვალებით ახლაც ვიბნევი მე ისევ ისე ბავშური ვიქნები. არ გინდა სიტყვები ისედაც მივხვდები მე მაინც შენი სიცოცხლე ვიქნები. და ვისაც ახლა სიყვარულს ეძახი მე დამიბრუნდი შენ მე გეძახი. წუთებს გაჰყვება უცნობი სევდა, არ დაგივიწყებ ოცნებას ვბედავ, ღამე მე ცაში შენს ვარსკვლავს ვხედავ, სიყვარულს ვუხსნი თამამად, ერთხმად, ვიცი, სიშორე ვერაფერს ბედავს, გრძნობები გულში უცვლელად რჩება, მჯერა დრო მოვა, ოცნება ყველა ჩვენთვის ახდება გაქრება სევდა. მიდიან დღეები, მიდიან კვირები, გეძახი ფიქრებში, მე ისევ მჭირდები, ქუჩაში ქარია, მივდივარ წყნარად, მე გელოდები ჩვენს ნაცნობ პარკთან…. შეხვედრა იქნება ოცნების წამთან, გულში ჩაგიკრავ, მე სულში მყავხარ, ჩემს ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ შენ გავხარ, მე შენით შევქმნი სამყაროს ლამაზს…!!! წვიმის წვეთები, ჩემი ცრემლები, სველი ფერებით სად არ გეძებდი. თურმე წასულხარ ვისთან ვერ ვხვდები. ციდან ცრემლები, წვიმის წვეთებით, სწრაფად მოდიან ჩემში, ვერ ვწყდები ისევ ფიქრები, შენი სიტყვები, შენი ღიმილით ვისთან იქნები? ვერ მიგატოვებ მაინც ფიქრებში, ჩემთან დარჩები ისევ ისეთი. ლაპარაკს, როცა ბავშურად იწყებდი, როცა ჩემს გულში თამამად გიშვებდი, თვალებით, როცა სივრცეს მივსებდი, როცა სიყვარულს შენით ვიწყებდი, ყველა ოცნება, ლამაზი ფიქრები, უეცრად გაქრა სხვისი სიტყვებით. არ მინდა მჯეროდეს აფსურდი სიტყვების, არ მინდა გამართლდეს უაზრო ტყუილები. ირგვლივ სიჩუმე, შენზე ფიქრები, მხოლოდ შენ მოდი, მე შენ მჭირდები, წამებში გააქრე ვიღაცის სიტყვები, მე შენში მუდამ, შენ ჩემში იქნები, მე ერთის მჯერა და ამას გპირდები, ბედნიერების გაგვათბობს სხივები. ,,ოდესმე'' ახლა წუთია საოცრად მძიმე, ახლა ფიქრია, შეშლილა სივრცე, თვალები ცრემლებით მევსება ისევ, გთხოვ შეიცვალე, შენ ისევ ისე, ჩემთვის შექმენი ოცნება ,ნისლებს ვეტყვი ბავშურად შენს ლამაზ სიტყვებს , ნუ, დაივიწყებ წარსულში იმ დღეს, ნუ, გაიკარებ შენ სხვაზე ფიქრებს, ნუ მეტყვი ბლეფი ხარ, მატყუებ ისევ, ვერ ხვდები ვერაფერს ბავშვი ხარ, იქნებ, ცოტაც დაფიქრდე და წამში მიხვდე… ახლა წუთია, მძიმეზე მძიმე, ახლა წუთია მე ტკივილს ვითმენ, შენი თვალები, შეცვლილი სივრცე, ნუთუ ვერ ხვდები ვერაფერს ისევ? ალბათ ოდესმე, ოდესმე იქნებ, ჩაწვდე ჩემს გულში, ჩემს ბავშურ ფიქრებს… ,,განშორება'' ღამე ბნელია, მაგრამ ასეთი ჯერ არ მინახავს, ნუთუ ამ ლამაზ გრძნობებს გული ვეღარ ინახავს, მეტს ჩემი თვალი ალბათ შენ უკვე ვერ დაგინახავს, დაბრმავებული მხატვრის სურათსაც ყველა შელახავს. გზააბნეულ წამებს რითმი არევიათ, თითქოს დამთვრალან და სინათლის დარაჯებსაც დასძინებიათ, აღარ თენდება. შენს გარეშე ეს ცხოვრებაც უცებ დამთავრდა, დამისხით რომი, რა ვქნა რომ ახლაც სულ მენატრები, ვგიჟდები მგონი. ,,მაკოცე' მაკოცე კიდევ,მეხუთედ…მერვედ… გამბანგე შენი მწვანე თვალებით, მე მეყვარები ასი წლის მერეც, სიცოცხლის მერეც შენ მეყვარები. მაკოცე ასჯერ,ისევ მაკოცე, დამლოცე ე,მაგ ბაგეთ ბადაგით, შემომეხვიე და გამაოცე შენ ჩემო მზეო,ისე დამდაგე. მაკოცე მაგრად,ვნებით და ძლიერ, მორცხვი ამბორი არ მსურს იცოდე, შემატორტმანე და შემამღვრიე, არ შემიცოდო ჩემო სიცოცხლევ. ოთარ გელაშვილი.(აზერბაიჯანი.დანაჩი.)18 ნოემბერი.2012წ. ,,მიყვარხარ'' ვერ შევედრები დიდ მგოსნებს, ვერ დავუდგები გვერძედა, ვწერ ლექსებს გულს მოსაფხანად, ვახარებ ჩემსა ჭიასა, მე აღვიზარდე მათ კვალზე ვინცა უკვდავყვეს სახელი, ვარ მათი ჩამონატეხი, უღირსი შვილი მამისა. ვერ დავწერ მათებრ ფრაზებსა, ვერ ვიტყვი ვითა ისინი, მაგრამ მე მინდა გაგანდო ეს ჩემი გულის ნადები, წერს თვრამეტი წლის ბიჭია, თავის უბრალო ნიჭითა, აქვს სიტყვათხელი საუნჯე, მაგრამ მუზა ყავს შმაგია, არ ვიცი საით წავიდე, მოვედო რომელ მხარესა, არს უამრავი სათქმელი ცხოვრებისეულ არესა, მოდი მე შენსკენ წამოვალ, ავირჩევ შენსა ბილიკსა, ამ წუთისოპლის უტკბილეს და უმწარესსა დიდ გზასა. მე მინდა გითხრა მიყვარხარ! ეს არის ჩემი სათქმელი, მიჭირს რომ გითხრა მხატვრულად კვლავ გამირბიან აზრები! მიმძიმს მე გულის ფიცარი რადგან გულს ყავხარ საკანში, მე დაგატყვევე ჩემს თავში, დამნაშავე ხარ ამაში! მე არ მოვითხოვ შენგან არაფერს, მე არ მჭირდება შენი სიტყვები, არ მინდა მითხრა “მე შენ მიყვარხარ”, ადგე მერე და ზურგი მაქციო, მე არ მივიღებ შენგან იმ ამბორს, რომელიც მხოლოდ ფაქიზ გულს ალბობს, ტრფობის ხატს უკან ამოფარებულ არანაირ ფარსს მე არ მივიღებ! მე შენში მინდა ვნახო სპეტაკი, ღვთის დანალოცი ის სიყვარული, რომლის საწყისიც არის უფალი და განვიცადოთ ჩვენ სიხარული, მე შენგან მინდა თბილი სიტყვები, გვერდში დგომა და ჩემზე ფიქრები, ვიცი ძვირფასო წლები გავა და მე და შენ ისევ ერთად ვიქნებით. მე ვერ შევიძლებ გითხრა ბოლომდე როგორ მიყვარხარ როგორ მჭირდები! რადგან ჩემს კალამს არ შეუძლია დაწეროს სიტყვა შენი საკადრი! მინდა იცოდე რომ შენზე ვფიქრობ, შენთვის ვიცოცხლებ, შენთვის მოვკვდები, და რომ მოვკვდები ალბათ ძვირფასო შენ ჩემ საფლავთან გავლით მოხვდები, საფლავის ქვასთან შენ შეჩერდები, მუხლს მოიდრიკავ და ატირდები, შენი ნაჟური ცრემლი წამოვა, მიწას გააპობს ჩემამდე მოვა! მე იქაც ვიგრძნობ შენ გულის ნადებს, საიქიოშიც შენზე ვიფიქრებ, შენზე ფიქრებით შენი ვიქნები, გვერდში გედგები, მოგეფერები, არ ვიცი რას გრძნობ როცა მე მისმენ, ამ ლექსს გიკითხავ ჩემ ფრაზებს უსმენ, არ ვიცი მოგწონს?! არ ვიცი გხიბლავს?! ანდაც სრულებით არაფერს ნიშნავს, მე შენს თვალებში ვხედავ ოცნებას და ამ ოცნებით შენ შორს მიგყავარ, მინდა იცოდე ჩემო ცხოვრებავ მე შენ ძალიან ძალიან მიყვარხარ!.. ეს ნაცნობი სიტყვები შენთვის უცხო მგონია, შენით ჩემში მოსული გრძნობის მელანქოლია, ვიღაც სადღაც დარდობდა სიყვარული შორია, გული სანამ გაუძლებს ამ უცნაურ ფორიაქს, სისველეა ფიქრების წუთში წამნი მოდიან, თუნდაც ერთხელ მითხარი, თუნდაც ერთხელ მოდი აქ…! დრო უდროო სივრცეში გაფანტულა ომია, შენ თუ სხვაზე მაღალი თავი რაღაც გგონია ნუ იფიქრებ სიყვარულს სიამაყე სცოდნია. დღეს თუ შენგან წავედი და ჩემამდე შორია , შენს გულში თუ დავიწყებ განუწყვეტლივ ბოდიალს, თუ ჩემზე ფიქრს შენს გულში დღე-ღამე არ სცოდნია, თუ მომავალს უჩემოდ ვეღარ ხედავ ფონია: მე მარტო ვარ უშენოდ არაფერი ყოფილა. სიცივეა, სიგიჟე ბავშვურ ფერებს ჰქონიათ, მხოლოდ ჩვენი ჩვენშივე შენახული მგონია, თუნდაც ერთხელ მითხარი, თუნდაც ერთხელ მოდი აქ. დღესაც მოვივლი ლოთივით ქუჩებს! დღესაც მოვივლი ლოთივით ქუჩებს, ავჩურჩულდები შენს ფანჯარასთან, ამდენ ლოცვისგან დახეთქილ ტუჩებს, და ხელებს შევკრავ ცის კამარასთან. თან გამომყვება ყველა ღიღილო, ვარდების თავებს ჩემს თავთან სძინავთ, იქნებ ცოდვილი ზეცას მიხილო, და თუნდაც მერე ერთად ვიტიროთ. ზეცა დამყურებს წერტილს შორიდან, ცრემლებს მიგზავნის მე ნანატრ თოვლად, ნეტავ რა გესმის ჩემი გლოვიდან, დედამიწაზე მე დავრჩი მსტოვრად. ღმერთო დამკიდე კიდევ ჯაჭვები, რამდენის თრევაც უნდა მიწიოს, ამ სნეულს სულსაც ხორცად ვაწვები, ტკივილსაც სურს რომ ჩემზე იწიოს. რა დამრჩენია ამ ქვეყნად კიდევ? ვერ გაიხარა ჩემმა თვალებმა, ჩვენს ნაპირიდან გაქცეულ ხიდებს, ეს ბედისწერა ხახაში იდებს…. შებინდებისას ნათელს ჭამს შავი, მე ისევ ხელში პატარა ბოთლით, სიკვდილს დავუდე ცოტა ხნით ზავი, ცოტაც კიდევ და ამ გულსაც მოთლით. მთვარე კიაფობს, ღამეს დარაჯობს, გარემო იწვის მელნისფერ ფერად, ჩვენს ქვემოთ დადგმულ იმ თეთრ ხარაჩოს, შენ უკვე აღარ, დავმდგარვარ კენტად. დაველოდები ჩემს ბოლო წუთებს, შენსკენ სავალ გზას როს შემიმოკლებს, თან წამოვიღებ ვარდისფერ ნუგეშს, მაგრამ …სიცოცხლე დროს ვერ იმოკლებს. ოხ ეს ფიქრებიც როგორ გაწვიმდა, წითლად ჩაიქცა თვალის გუგებში, ცოცხლად დამარხულს მწარედ მაწვიმდა, როცა შენ წახველ ჩამქრალ შუქებში. ეჰჰ მერამდენედ ვაგდივარ დაბლა, გაყინულ ხელებს მიწაზე ვათრევ, თავად ქვიშისგან შექმნილი ხატად, ვეღარ დავათრევ ამ ცოდვებს ნატვრად, მზეც აღარა სჩანს გათენდა უკვე, თუმცა ჩემთვის ხომ რაა მზეობა? ჩემი გზებისგან დახეულ რუკებს, ელდა ამთელებს-ეშმას ღრეობა. წავალ გადვლილი ჭიუხებს თავ დავეღწევი მარწუხებს, მერე ფიქრებსაც მივუშვებ ვიტყვი რაც ძლიერ მაწუხებს. სიმღერას დავწერ, გიმღერებ, ვიტყვი ეს ლექსიც შენია შენ თუ არ გესმის, რა მოხდა, ზევით ზეცას ხომ სმენია. მერე დღეებიც გაივლის, ბილიკს გადავალ ღამით, დარდი დღე-ღამეს დაითვლის და მეც მოვკდები ამით… გაგა არაბული ,,დღეს ნუ დამტოვებ'' დღეს ნუ დამტოვებ, ნუ წახვალ შორს, ნუ ჩავარდები ცოდვაში გთხოვ, ნუღარ დაკარგავ შენს ძვირფას დროს, უაზროდ ნუღარ გათელავ ფონს, ნუ გადაუვლი სიყვარულს ვგრძნობ, უშენოდ დღეები არაფერს გრძნობს, ხელს ნუ ჩაიქნევ ნუ იტყვი: „ არ ღირს ჩემთან დარჩენა, არ მინდა წადი” მონანიების დატოვე შანსი, მე მაპატიე, შენს ფიქრებს ავცდი, პატიებაა დღეს ჩემი ვალი, რომ მაპატიო შენია შანსი… ,,ქალავ სადა ხარ, ვკვდები უშენოდ'' მთაში გაიშალნენ ფიქრები მწველი და გულისცემაც შეწყდა ნელ-ნელა, მე არ წავსულვარ, მე ისევ ველი, მე სულ მარტო ვარ და ისევ ბნელა… ჩემთან ანგელოზი მოფრინდა თეთრი -„ან სულს წავიღებ ან სულ დარჩიო“ უსულოდ ალბათ ვიქნები კეთრი, არ ვიცი, ვფიქრობ რა ავარჩიო… ქალავ სადა ხარ, ვკვდები უშენოდ, როგორ მიყვარხარ და შენ ვერ მხედავ, ჩემი სიტყვები ისმის ყრუ ექოდ, შენ კი სასტიკად, ჩემ მოკლვას ბედავ… გაგა არაბული ,,აქ ყველაფერი სულ სხვა ფერია'' აქ ყველაფერი სულ სხვა ფერია, ჩვენთან ლურჯად თოვს ნათელი ციდან, ჩვენი მიწა ხომ ნაცრისფერია, მარჯვნივ მზე არის,მარცხნივ კი წვიმა, სულ სხვა ფერია ჩვენი ქვეყანა, ფართოდ გაშლილი ღმერთის ხელებით, მან ჩვენ დაგვთესა წითელი თესლით, და აღმოვცენდით თბილი ფერებით. წითელი ფერი სიყვარულია, სიხარულია,მეგობრობაა, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი ფერია, ჩვენში კი წრფელი მეგობრობაა. ჩვენი სიყვარული გამოთენებას გავს… ჩვენი სიყვარული გამოთენებას გავს, მზე რომ ეფერება ციდან დედამიწას, ჩვენი ერთად ყოფნა გადაწმენდილ ცას გავს, ღრუბლებს რომ გაფანტავს უმალ თენებისას. ჩვენი სიყვარული ნორჩ გაზაფხულსაც გავს, თბილად რომ ეკვრება მწვანე ხრიოკ მიწას, ჩვენი ერთად ყოფნა შემოდგომასაც გავს, შაქრად რომ ჩაატან სიტკბოს მტევნებისას. ჩვენი სიყვარული მბზინავ ზამთარსაც გავს, ფიფქთა გროვა რომ ჩანს მორცხვად ხეებიდან, ჩვენი ერთად ყოფნა გაწვიმებასაც გავს, ნაზად რომ გასველებს, მაშინ როდესაც გცხავს. ჩვენი სიყვარული ძლიერ ქარიშხალს გავს, ქროლვით რომ გეცემა და ზღვაში ჩაგიტანს, ჩვენი ერთად ყოფნა დაღამებასაც გავს, მშვიდად რომ დაგვნათის მთვარე ღრუბლებიდან. და გაზაფხული მომკვდარა ჩვენში… და გაზაფხული მომკვდარა ჩვენში, ზამთარმა იწყო ფიფქთა დინება ეს სიყვარულიც გამხდარა ლეში, ვენიდან გრძნობა მოედინება. სვავი დახარის მიგდებულ სხეულს, და ხორცებს აგლეჯს ნაწამებ ფიქრებს, და მე ამ ქვეყნად დარჩენილს ეულს, ტვინი მახსენებს გრძნობაზე მითებს. მთვარე დამდნარა ცაზე ეულად, ჩამოიღვენთა მიწას ნათელი, ბუნება ტირის თოვლით ხვეულად, მე გაგიხსენებ?! არა! სანთელი!და ასოები შეახმა ხეებს, მორიდებული დგანან თავდახრით, მე კი ვუყურებ, ჩემს დახრილ ხლებს, თავის უმწეო, მწარე გადახრით. და იმ დათოვლილ, უთოვლო მთაზე, დათესილ ვარდებს ეკალი მოყვა, და მოლდანდება, იმ შენს ნაზ ხმაზე, წვიმაც, რომ ისევ დროულად მოვა! ბუნება ტირის მის მთელი ძალით, თოვლით, წვიმით, ელვით და გვალვით გულიდან წმინდას აცილებს დარდით, გადაფარებულ ტვინზე შავ ფარდით. იმ გატეხილ პირს შენ ვერ ამთელებ, ვერც გაამთელებ ცდადაც არ გიღირს, მე კი დაჭრილ გულს ნაზად ვამთელებ, ახლა ჩემი „მე“ უფრო მეტი ღირს. შენ წასვლის დროსაც „არა“ მითხარი, რითი იმართლებ შენს თავს ვერ ვიგებ, მე გაგეკიდე , ხელი მიმკარი, აღარ მიყვარხარ მალე გაიგებ!!! ხო არ მიყვარხარ წასულხარ მარად, ჩემში დარჩები მხოლოდ ტკივილად, თეთრი ზღაპარი მე მექცა ავად, მარტო დარჩენის ამ ტყუილ ჩივლიად! შეცვლის ამ ავდარს დარი სადარი, მალე დადგება გულში ზაფხული, მხრებზე დადგება გრძნობის საყდარი, სიცოცხლეს იძენს კვლავ გაზახული… მოდი! (ეძღვნება სევდისფერ გოგონას) დატანჯულ სხეულს მზე მოეფინა და შუქი ჩადგა შავბნელ თვალებში, ფერი იცვალა მეწამულობამ , ფეხზე წამოდგა, გადაგდებული დამპალი ლეში, სახე გაწითლდა, სისხლით გაივსო დაცლილი გული სინანულისგან , მოულოდნელი მომლოდინობით, სუნთქვა აჩქარდა სიხარულისგან. მოდი გეძახის ჩემი მეობა, შენ მიმახვედრე რომ დამიკარგავს ქვეყნად მხნეობა, მოდი არ დარჩე წაშალე წლები, დღეებს ხომ თვლიდა შავი დღეობა, მოდი განმწმინდე შენთან ცოდვილი , რატომ არ მოვკვდი, როცა შენ თოვდი! რატომ არ გნახე თმაში ყვავილით , რატომ არ გნახე როცა შენ მთხოვდი! ტკივილის დროის დედოფალი ხარ და შენს თვალებში სევდა მაგიჟებს, თბილი ხელებით მე ახლა ვხატავ , შენკენ მომავალ ჩემს დიდ ნაბიჯებს, ფიქრით დაღლილი მწარე გონება, გამწარებული ეს შთაგონებაც, დასეტყვავს ძარღვებს მიმავალს გულში, დაგვიანდება ეს დამონებაც. შენს სილაჟვარდეს და გაღიმების ვარდისფერ სურნელს, როგორ გაექცა ადამიანი, ამდენი ხანი დავდევდი ღრუბლებს, მე მივეჩვიე ხეტიალს გგარეთ, გაუღე გული შესცივდა სულელს, მე ხომ მოვდივარ ხოდა შენც მოდი ჩემს დიდ სინანულს ნუ გახდი სულერთს! ,,ნახატს მოველი'' თვალები მწვანე,სითბოთი უხვი, სიტკბოთი ოდნეავ რომ წაუმწარებ. გამგები წყნარი,შეუცნობელი, თითქოსდა ოდნავ განსხვავებული. შენ ის წიგნი ხარ მე, რომ წინ მიდევს და ვერ ვკითხულობ ალბათ ბოლომდე. მუზების ხროვა ,ფიქრები ბევრი, დაუწერელ ლექსთა სიტვების კონა. ისევ დუმილი ისევ გრძნობები , არ მსურს ვიხილო შენი ნაღველი. მინდა გიყურო მწვანე თვალებში და ლექსადაც გითხრა ნახატს მოველი გრძნობებით ნახატს შენგან ჩემდამი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.