უწამლო იარა
მე გამცეს თვალებმა, დარდები გამითქვეს, დარდები სათუთად სხვისგან, რომ ვმალავდი. სევდისგან ნაპარი კოშკები ამიგეს და თითქოს მაცხოვარს მის ტკივილს ვპარავდი. მაწამეს სხეულზე უჩინარ ჭრილობით, დამეტყო მთელს სულში უწამლო იარა. მე მაშინ ღვთისმშობლის თვალებით ვტიროდი, საკუთარ უსუსურ ცრემლებით კიარა. ჯვარს მაცვეს ულურსმნოდ, სიტყვათა ფანტელით და ვფიცავ შენსგარდა მე არავინ არ მყავდა. შემმოსეს ქვრივისებრ უიღბლო ძაძებით და ვიღაც უსულო ღიმილებს მპარავდა. მართობდა ეულად ფიქრებთან თამაში, გავცივდი... ზაფხულის მზეც ვეღარ მათბობდა. დღეს ვხვდები, რომ თურმე წლების წინ დავმთავრდი, სული რომ ხმამაღლა ცრემლისღვრას ლამობდა. მთრგუნავდა ღამეში სევდათა სიმძაფრე, წყლის ნაცვლად ცრემლიანს მასვევდნენ შარბათს და მე თურმე ღვთის ნაცვლად ბარაბა ვიწამე, ვცოდავდი ღმერთო და გვერდს არვინ არ მყავდა. ნუ გიკვირს გამყიდეს შენიღბულ ღიმილზე და შემდეგ მყიდველი მიცქერდა ამაყად. ვერ დავწერ სიტყვებით ჩემს განცდილ ტკივილზე, ვერ გავხსნი წარსულის ჭრილობებს ამჟამად. ვრჩები და ფურცლების დავიწყებ დანომრვას, გვერდს მეჯდე და ჩემგან ისმენდე მინდება. ნასისხლარ ტკივილებს სჭირდება გათბობა, წერას ვწყვეტ! სამ წერტილს გიტოვებ იმედად... ჩუმი 'პოეტესა' |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.