თოვლი მოვიდა მარიამ
ცისარტყელები ცეკვავენ ცისფერ და ცვრიან ცაზე, შვიდივე ფერი თეთრია, შვიდივე ფერი მშვიდი - თოვლი მოვიდა მარიამ, თოვლი შენს გაშლილ თმაზე წვიმად იქცევა და უკან ცვრიანი ცისკენ მიდის. თოვლი მოვიდა მარ ! ქვაფენილები მღერიან ანგელოზების ხმაზე, ყველა სარკმელი თეთრია, ყველა სახლი და ქუჩა, თოვლი მოვიდა მარიამ და ჩემს მაგივრად მხარზე შემოგაფინა მკლავები - დუმხარ და თვალებს ხუჭავ. თოვლი მოვიდა მარ ! ფიფქებს წკრიალი გაუდით გულის მოგლეჯილ კარზე, მოდგა მოგვივით ზამთარი, ბავშვივით არ მიხარია, არც დალალები მიწყვია შენი დათოვლილ მკლავზე, გესმის?! მოვიდა მარიამ, თოვლი მოვიდა მარ! ქარი კი ისევ ქარია და ძველებურად ქრის, გზაზე, რომელიც თეთრია და დათოვლილი მთლიანად, თოვლი მოვიდა მარიამ, ცა ანგელოზებს ცრის, თოვლი, რომელმაც ძალიან, ძალიან დაიგვიანა მოსვლა შენსავით მარ. თოვლი მოვიდა მარიამ. თოვლი მოვიდა მარ... თორრნიკე ნაროზაული https://www.youtube.com/watch?v=Am6qVVZlN3s |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.