შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც დარჩები მარტო...


9-03-2017, 20:10
ავტორი crazy girl sofi
ნანახია 1 857

მე დღესაც ვუმზერ, ჩემი ფანჯრის დაორთქლილ მინებს.
რომელზეც, ზოგჯერ უამრავი ლექსიც დამიწერია
და ველოდები ზამთრის ამინდებს - გარდაუვალ ყინვებს,
რომელიც ვერავინ გაალღო უკვე - "ასი წელია"...

ალბათ არ ყოფილხარ მარტო, ან როცა დარჩები ნახავ,
თუ როგორ, ტივტივებს სულში ის გარდაცვლილი ფიქრები..
რაც ერთ დღეს ცოცხლობდა შენში, ახლა მას მიწაში მარხავ
და როცა დარჩები მარტო, შენც ზუსტად მაშინ მიხვდები...

რომ სიცრუეა ხალხი, როგორც არ უნდა გაგიგონ
თუ პირობა მოგცეს, არ დაგავიწყდეს სრულდება ფსკერით
და როცა შეეცდებიან, ეშმაკთან სიტყვით გაგყიდონ -
გახსოვდეს! მარტო ხარ ისევ და მხოლოდ მე გყავარ გვერდით!

შემეძლოს ალბათ როდესმე, შევცვლიდი "ყველას სამყაროს"
და ალბათ ყველას იმედებს - გავამთელებდი ძაფებით..
არ მისცე უფლება სხვას, ჩემსავით ფუჭად გაგაქროს -
უბრალოდ.. დაიმახსოვრე, არც მე ვყოფილვარ ასეთი...

უბრალოდ ვერ ხედავ ახლა, მწერლებს სულ სხვა ფინალს თხოვენ,
როდესაც იმედებს მარხავ, თვალების გახელა გიჭირს
და როცა მიხვდები სხვა ხარ, ერთი რამ დაიმახსოვრე,
რომ მეც წამომსვლია, ცრემლები ღამით - ნახევრად სიმწრის...

სადმე რომ შემეძლოს წასვლა, თვალსაც არ დავახამხამებ
და ისე მიგატოვებდით, როგორც თქვენ დამტოვეთ მაშინ..
მაგრამ მე ვერ დავნებდები, სხვის გულებს არ გავახარებ
რადგან მე კიდევ მაქვს ძალა, ისევ რომ ვიბრძოლო ქარში...

სხვაგან თუ მელოდებიან, იმედი აღარც მაქვს რადგან,
მე ისევ მოგონებებს ვშლი და ისევ ტკივილებს ვფანტავ,
ნეტავ თუ დავიბრუნებ მას, რასაც ყოველდღე ვკარგავ
ნუთუ არ ამისრულდება, ის ჩემი ბავშვობის ნატვრა..

წავიდოდი ამჯერად და მხოლოდ ფიქრებს წავიღებდი,
რაც მაკავშირებს თქვენთან, არა იმიტომ რომ მჭირდებით,
რომ დაგანახოთ, თქვენთვის რამდენით მეტს გავიღებდი
რადგანაც შეგეძლოთ, რომ დაგეკმაყოფილებინეთ მცირედით...

საცხოვრებლად ვეძებ სადმე მყუდრო ადგილს დღემდე
თუ ამ ბინასაც ვერ ვნახავ, მე მაშინ გეტყვი გპირდები,
მე იქ დავუშვი შეცდომა, როცა ადამიანს ვენდე
როცა დარჩები მარტო - შენც ზუსტად მაშინ მიხვდები...


შეაფასეთ ჩემი მეგობრის სიმღერის ტექსტია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent