შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ მიყვარხარ და არ იცი ეს შენ?


10-03-2017, 20:57
ნანახია 2 439

დავწერო მესიჯი თუ მომენატრე?
მოგწერო მესიჯი თუ მომელანდე?
ნეტავ საერთოდ რისთვის გწერ მე შენ?
იქნებ მიყვარხარ და არ იცი ეს შენ?
ახლა მთვრალი ვარ ვბოდაავ?
არ ვიცი! შენზე ვფიქრობ და მხოლოდ ეს ვიცი!
გავაგრძელო? არ მინდა გული გეტკინოს!
იქნებ უაზროდ ჩემგან რამე გეწყინოს?
რა ვიცი რას ვამბობ მთვრალი ვარ ძლიერ!
მხოლოდ ის ვიცი მომწონხარ ძლიერ!
ცოტაც გამიძელ მეტიც არ მინდა!
შენ თუ დამტოვებ სიცოცხლეც არ მინდა!
ნუ ვაზვიადებ! ნუ ვიგრუზები?!
შენ თავს ვფიცავარ არ ვიტყუები!
ახლა დავწვები თვალებს დავხუჭავ!
ნეტა იცოდე სიზმრებს რას ვუზავ!
ძილი დამათრობს გრძნობებს გაფანტავს!
ის კი იცოდე ამ სიტყვებს სიმართლე თან ახლავს!.

შენი სევდიანი თვალები მიყვარს.
შენი მიბნედილი გაღიმება.
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში სიცილის ჩაბინდება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე.
შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს,
გამომწვევად რომ დახრი თვალებს.
შენი უთქმელი სევდა მიყვარს,
შენი უცნაური გაგიჟება,
შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს,
შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს,
ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი?

პ.ს. (მიყვარხარ)



№1  offline მოდერი bla.ell

ბევრჯერ წავიკითხე...❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent