შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანო


18-03-2017, 11:31
ავტორი ke ke
ნანახია 2 267

ადამიანო! შენ ბოროტი ხარ ბოროტთა შორის,
რომ ჩაერიე, ეშმაკს აცადე მოგება ომის.
ქრისტე გეძახდა, მოგიხმობდა თავისკენ ბრძოლით,
თუმც არ დაინდე - მაგონდება ლურსმანის რგოლი.

ის ჯვარს აცვი და შენი ცოდვები სულ მას აჰკიდე,
ის ერთადერთი ღირსებაც კი ბოროტს მიჰყიდე.
მე შენ გულჩვილი მეგონე და აი რას ვხედავ!
შენი გულისთვის ქრისტე მოკვდა, მიწა გასკდება.

ადამიანო! სადღა დაგრჩა სულის ოხება,
შავი ლურსმნები ქრისტეს წმიდა ხელს რომ ეხება.
მისი კაკუნი არ გესმოდა გოლგოთას მთაზე?!
რატომ გადადე თვით უფალი ასეთ ტანჯვაზე?

შენ ის ეშმაკი შენზე ცუდი ვინმე გგონია?
წითელ პარასკევს გაძახებდა, აქვს ირონა.
ის ღვთის სახხლიდან მოისროლეს, შენ კი რა ქენი?!
მისი სურვილის უკითხავად უმალ აყევი.

და ამ დღის შემდეგ გეშინია "ბნელი ძალების"?!
შენ არ იყავი "უბრძოლველად რომ არ დანებდი"?!
წითელ პარასკევს მე სისხლიან ხელზე გიამბობ
და ეს ხელები შენ გეკუთვნის ადამიანო!



№1  offline წევრი ke ke

ძააალიან ვნერვიულობბ პირველა დავდე აქ ჩემი ლექსი.. თუ არ მოგეწონებათ გულწრფელად დაწერეთ კრიიკაც

 


№2  offline წევრი ალუბალი

რა კარგი ლექსიააა... ❤ ყოჩაღ!!!! უმაგრესი იყო, სიტყვებით ვერ ავღწერ ისე მომეწონა. სხვა ლექსებიც გვაჩვენე❤❤❤❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

გამიხარდა, რომ დამიჯერე <3 ველი იმას, რომ გითხარი
წარმატებები, თეკლა

 


№4  offline წევრი ke ke

ლორელაი
გამიხარდა, რომ დამიჯერე <3 ველი იმას, რომ გითხარი
წარმატებები, თეკლა

აწი სულ დაგიჯერებ ^_^ რატომღაც თავს ვიკავებ ჯერ <3 მადლობა დღევანდელი დღისთვის <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent