შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონოს ლექსი


25-03-2017, 11:59
ნანახია 1 655

სიტყვებით ძნელია გადმოვცე რასაც ვგრძნობ
ცრემლები ბურუსად მომადგა თვალებზე
გამიშვით მინდა რომ მე ჩემი სათქმელი
ფუნჯებით ლამაზად დავხატო მთვარეზე

მინდა რომ სიცოცხლეს ვაჩუქო ფერები
ისეთი მთვარეს რომ ამშვენებს ღამით და
მინდა რომ სამყაროს მზის სხივად დავეცე
იმ გადაუთვლელი უკვდავი წამიდან

მინდა რომ სიყვარულს შევასხა ფრთები და
სიცოცხლის აფრები ავწიო ზეცამდე
მინდა რომ შევიგრძნო ფერადი სამყარო
დედამიწიდან მაღლა....ღმერთამდე

მინდა რომ ღიმილით მოვწყდე ამ სამყაროს
მომეცით ნება რომ ყველაფერს გავექცე
დედამიწიდან ავფრინდე ცაში და
სამყაროს წვიმის წვეთებად დავეცე

ხელი მომეცი წავიდეთ ცაში და
ღამეს განახებ შენთვის რომ თენდება
ღამეს რომელიც ზეცას მოსწყდა და
თავზე რიჟრაჟად დაგვათენდება ------------------მოკლედ ეს არის ჩემი ახალი ლექსი რომელიც ჩემს საყვარელ დაიკოს დაუწერე ის დღეს 18 წლის გახდა და მინდოდა ეს დღე მისთვის ლექსით მიმელოცა



№1  offline წევრი Niioo

მინდა რომ ღიმილით მოვწყდე ამ სამყაროს
მომეცით ნება რომ ყველაფერს გავექცე
დედამიწიდან ავფრინდე ცაში და
სამყაროს წვიმის წვეთებად დავეცე.

ეს სტროფი რაღაც სასწაულად მომეწონა, არა მარტო ერ სტროფი მთლიანად ლექსიც მაგარია relaxed

 


Niioo
მინდა რომ ღიმილით მოვწყდე ამ სამყაროს
მომეცით ნება რომ ყველაფერს გავექცე
დედამიწიდან ავფრინდე ცაში და
სამყაროს წვიმის წვეთებად დავეცე.

ეს სტროფი რაღაც სასწაულად მომეწონა, არა მარტო ერ სტროფი მთლიანად ლექსიც მაგარია relaxed

დიდი მადლობა თუ სურვილი გაქვთ ფეისბუქზე დამამატეთ იქ მოგცემთ ჩემს ყველა ლექსს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent