შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა მოვკვდები


27-03-2017, 00:00
ნანახია 9 165

გაივლის წლები, უშფოთველი ლამაზი წლები,
რომელიც მხოლოდ შენზე ფიქრში ნელ-ნელა გავა
და ამ წლებს უკან თან გაჰყვება მოგონებები,
რომლის ნაწილიც ამ გულიდან არასდროს წავა.

ვეღარასოდეს ვერ გაიგებ შენ ჩემს სიყვარულს,
მე მხოლოდ ჩემთვის მეყვარები შეუმჩნეველად
და თუ არასდროს შეგაწუხებ ამ ჩემი გრძნობით,
მე შენთან მხოლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება.

როცა მოვკვდები ჩემ საფლავზე ცოტა ხნით მოდი,
მე ცრემლს ვერ მოგთხოვ, მაგრამ თხოვნით მაინც მოგმართავ
შენი ცრემლები ჩემთვის მუდამ სამადლო არის
და შენი ცრემლით ჩემს სიყვარულს ისევ მონათლავ.

თუ ცემლი არა, გულზე ვარდი მაინც დამადე,
რომ შენგან მაშინ, მაინც ვიგრძნო ოდნავი ნდობა.
ეს სიყვარული საიქიოს გზას გამინათებს,
და შენთან მუდამ სიყვარულით სიზმრებშიც მოვალ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent