შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლითონის გული


30-03-2017, 11:57
ავტორი PiqRia WikLauRi
ნანახია 1 984

და ჩემში ფეთქავს ლითონის გული,
არტერიებში სისხლს ერწყმის მუზა,
გონების ზღვაში შეცურდა გემი
და მოგონებამ ჩაუშვა ღუზა...
ოდეს სიცოცხლის ნათელი სხივი,
იმორჩილებდა თვით წყვდიადს ჩემში,
მაგრამ გაუწყდათ იმედებს სიმი,
ნაპირს მოასკდა სიბრაწის თქეში...
ჩემში ცად ასულ გრძნობების ხეებს,
ვით შემოდგომის ეულმა ქარმა,
ფოთლად დასწყვიტა ემოციები,
მარტოსულობა შეიგრძნო წამმა...
და ისევ ფეთქავს ლითონის გული ,
არტერიებში სისხლს ერწყმის მუზა,
გონების ზგვაში შეცურდა გემი,
რითმამ ჩაუშვა ფიქრებში ღუზა!.



№1  offline წევრი L LI

ლამაზი ლექსია

 


№2  offline წევრი PiqRia WikLauRi

L LI
ლამაზი ლექსია

მადლობა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent