შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არ მიყვარდე


7-04-2017, 00:46
ნანახია 3 049

რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს
და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს,
არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს
და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს...

რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით,
არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით,
არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით
და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით...


რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს,
არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს,
არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს,
არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს...

რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს,
არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან,
არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან,
არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან...

შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე
უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს
დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე
რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე...



№1  offline წევრი anuki15

საოცრება იყო მართლა heart_eyes

 


№2  offline წევრი rainey

ვაუ,საოცარი მართლაც blush relaxed hushed

 


№3 სტუმარი დათო ქაქუთია

ავტორი მიუთითეთ გთხოვთ, ეს ჩემი ლექსია და როცა სადმე აქვეყნებთ მიაწერეთ რა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent