შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად გაქრა ფერები?!


11-04-2017, 15:02
ავტორი lost alien
ნანახია 1 991

სად გაქრა ფერები?! ფერთა ღრიალი?

ფერები აღარ გვაქვს, ხალხო! გავშავდით...

გავთეთრდით, ვით ცარიელი ტილო მხატვრისა,

რომელმაც მუზა წლების წინ დაკარგა...

სამყაროც ტილოა, ფუნჯები ჩვენა ვართ.

მაშ რაღა გვაკლია? ფერები გვაკლია...

რა არის ფერები? სად არის ფერები?

გულის ნადები ფერი არაა,

არც ილუზიას ძალუძს ფერობა,

შური, ტკივილი, ტანჯვა, გოდება...

უიმედობა და სასოწარკვეთა...

ესაა მუქი ფერების სათავე...

სამყაროს ფერები არ დაუკარგავს,

ეს კაცის თვალია დაჩლუნგებული...

კაცის გულია დასუსტებული...

იგრძენით, ხალხო! გრძნობა იგრძენით!

დაე წაგლეკოთ ფერთა გამებმა!

სიცოცხლე გწყუროდეთ!

სიკვდილს ებრძოდეთ!

თავისუფლების გაგეგოთ გემო!

სიყვარულის გითრევდეთ მორევი

და ვნების ცეცხლში გეწვოდეთ გული!

სიკეთე გწყუროდეთ, ხალხო, სიკეთე!

ბნელ კუნჭულებში სინათლე გვაკლია!

არ ვამბობ, შავი განვდევნოდ საერთოდ,

უბრალოდ გული მასაც გავუთბოთ...

სად გაქრა ფერები? ისინი აქაა...

გზას მიიკვლევენ ლაბირინთებში,

უღრან ტყეებში, მთებში, კლდეებში...

და სულის ნაოჭებს თავს რომ აღწევენ,

ემოციებში იხლართებიან, ერთნი ხდებიან...

შემდეგ შენ იღვიძებ და თვალებს ახელ

და პირველივე გაფიქრებისას,

გრძნობის პირველი გათოკებისას

ცარიელ ტილოს შხეფები ხვდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent