შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილმისჯილი


13-04-2017, 16:32
ნანახია 1 774

სიკვდილმისჯილთა საკანში ვარ დღეს ბოლო დღეა,
დავწერ და წავალ სიამაყით შევხვდები უფალს.
არ ვიცი რა ვთქვა... სიცრუეში სიმართლის ტყვე ვარ,
არ ვიცი რა ვთქვა ისეთი რაც არავის უთქვამს.

ვუყურებ სხვებს და სიამაყით მევსება გული,
არავის ვკარგავ, განსასჯელი პირველი მე ვარ.
წუხელ მესიზმრა ცრემლიანი თვალები უფლის,
წუხელ მესიზმრა ანგელოზთა ზეცაში ფრენა.

სიკვდილს გვისჯიან, საკანში ვართ ამჟამად ოცნი,
თმები მთლიანად გამითეთრდა ... ჯერ ხომ ბავშვი ვარ.
დედის სურათებს ყოველ ღამე თვალებზე ვკოცნი,
დე შენს სურათებს მე ხვალიდან ვინღა მომიტანს.

ვეღარ ვწერ იცი? ვინარჩუნებ ამაყ პირსახეს,
რომ მე ვიღაცას ვუწილადე თუნდაც დღე ერთი.
მაინც არ ვკარგავ შემოჩვეულ ბავშვურ სილაღეს,
ვცადე და მაინც ეს სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი.

სიკვდილს გვისჯიან... გადაწყვიტა ვიღაც უღმერთომ,
დაგვაჩოქოს და გამორიყოს ჩვენიდან რწმენა.
ვჩუმდებით ... ახლა ვიღაცისთვის ვგავართ უენნოს,
ვჩუმდებით, რადგან არ ვაპირებთ სიცოცხლის ხვეწას.

სიკვდილმისჯილთა საკანში ვართ, მთავრდება ეს დღეც,
ჩვენ ოცნი ახლა ერთმანეთის იმედით ვცხოვრობთ.
დავგეგმეთ ღმერთთან მოხვედრით რომ მივიღებთ შედეგს
და ჩვენი რწმენა სულ ყველა მკვლელს მოუღებს ბოლოს.

ვლოცულობ მე და ხვალინდელ დღეს ველი ძალიან,
ყველა ოცნება გამწყდარ ძაფზე ლექსად კიდია.
სულ დამავიწყდა ამ ცხოვრებამ ისე ამრია,
რომ ჩვენ იქ ვინ ვართ სადაც ქრისტეს ვერცხლზე ყიდიან.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი anuki15

საოცრება იყო მართლა heart_eyes ისე ამავსო ემოციით ვერც ავხსნი heart_eyes სიტყვები ხომ საოცრება იყო, რითმაც სასწაულად ზუსტი და არ ვიცი სხვა რა გითხრა უმაგრესი ხარ შენც და შენი ლექსიც heart_eyes

 


№2  offline წევრი ანა ბალზაკი

ემოცია მოგაქვს, ეს კი ყველაზე მთავარია ❤️ წარმატებები

 


№3  offline წევრი Mari-Mariami.16

Wow ძალიან მაგარი იყოოო, საოცარია მართლა...
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ვუყურებ სხვებს და სიამაყით მევსება გული,
არავის ვკარგავ, განსასჯელი პირველი მე ვარ.
წუხელ მესიზმრა ცრემლიანი თვალები უფლის,
წუხელ მესიზმრა ანგელოზთა ზეცაში ფრენა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

საოცარი იყო... სიტყვებიც კი მეზედმეტება... უბრალოდ ყოჩაღ!!

 


№6  offline წევრი ჩუმი პოეტესა

ყველას ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№7  offline წევრი ninuca)))

ყოჩაღ მაგარი იყო.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№8  offline წევრი ჩუმი პოეტესა

ninuca)))
ყოჩაღ მაგარი იყო.

მადლობა <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

მე მომწონს შენი ლექსები...
სულ სხვა ემოციებს იწვევს ჩემში და ხშირად გსტუმროობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent