შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მესაფლავე


14-04-2017, 11:26
ავტორი ninuca)))
ნანახია 2 292

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, 
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? 
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; 
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. 
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, 
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, 
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. 
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. 
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? 
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! 
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა 
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. 
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, 
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. 
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, 
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; 
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... 
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! 
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური... 
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? - 
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, 
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. 
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო 
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ 
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, 
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? 
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; 
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. 
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, 
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? 
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, 
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. 
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, 
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, 
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, 
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; 
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, 
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ 
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, 
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? 
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი 
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, 
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, 
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. 
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება... 
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. 
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, - 
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! 
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, 
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? 
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, 
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; 
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, 
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. 
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, - 
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! 
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, 
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? 
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; 
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; 
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, 
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, - 
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. 
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა... 
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები, 
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, 
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება... 
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. 
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, 
ფიცს არ სტეხენ... 
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. 
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, 
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! 
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი 
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. 
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული... 
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული... 
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, 
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. 
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, 
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“ 
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. 
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, 
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა... 
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? 
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, 
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? 
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! 
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, 
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: 
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს... 
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, 
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“... 
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... 
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. 
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი, 
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, 
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს 
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს... 
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო... 
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო... 
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი... 
რაღად უნდათ, რად სჭირიათ 
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? 
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? 
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა... 
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება 
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება... 
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, 
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე... 
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება - 
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება... 
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, 
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

გალაქტიონ ტაბიძე

***
გადავწყვიტე გალაქტიონ ტაბიძის ლექსი დამედო. როგორია?



№1  offline მოდერი bla.ell

Miyvarssssheart_eyes❤❤❤

 


№2  offline წევრი ninuca)))

bla.ell
Miyvarssssheart_eyes❤❤❤

ნამდვილად კარგი ლექსია. heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№3  offline წევრი მარიამი”

Rogor miyvars vgijdebi am leqsze...

 


№4  offline წევრი ninuca)))

მარიამი”
Rogor miyvars vgijdebi am leqsze...

კარგია heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№5  offline წევრი ninuca)))

MoonLady
ვაფრენ ! გალაკტიონი, ჩემი გიჟი გენია ! heart_eyes

heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№6  offline წევრი ninuca)))

მედი
ეს ლექსი საოცრებაა♡♡

heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ჩემი გალაქტიონიიი heart_eyes ყველა დროის საუკეთესო პოეტად მიმაჩნია საქართველოში! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შემაყვარა პოეზია და ზოგადად ლიტერატურა თავისი ასევე გენიალური ლექსით "მზეო თიბათვისა" blush heart_eyes

 


№8  offline წევრი ninuca)))

ონლაინ გოგონა
ჩემი გალაქტიონიიი heart_eyes ყველა დროის საუკეთესო პოეტად მიმაჩნია საქართველოში! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შემაყვარა პოეზია და ზოგადად ლიტერატურა თავისი ასევე გენიალური ლექსით "მზეო თიბათვისა" blush heart_eyes

მეც ძალიან მიყვარს გალაქტიონი და ამიტომაც დავდე ეს ლექსი. და ძალიან მიხარია რომ ტყუილად არ დამიდია. heart_eyes
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№9  offline წევრი Teo Gvinianidze

ძალიან მიყვარს გალაკტიონი და მისი ყველა ლექსი ????????????

 


№10 სტუმარი სტუმარი J u s t

ჩემი გალაქტიონი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent