შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ივლისის ღამე


21-04-2017, 20:03
ავტორი Jane18
ნანახია 1 772

ივლისის ღამეს, ფოთლის შრიალში
როცა ვარსკვლავებს ეტრფოდა მთვარე,
იმ ქუჩის ბოლოს, მაღალ გორაკზე
ჭაღარა მოხუცი ანთებდა სანთელს.
შეშფოთებული დაკოჟრილ ხელებს
უხმოდ, რომ სწვავდა სანთლის ნაღვენთი,
დიდის წვალებით და მონდომებით
ცეცხლს ექცა ფარად, ქარის ალერსში.
და თუმც იმ ღამით ცივი ნიავი
ცუნამად სცემდა ჰაერს სახეში
მოხუცის გული, სადღაც ღრმად ბნელში
ცეცლხს უკიდებდა, მის კანს დაბერილს.
თუმც შორი იყო ის მოგონება
წლების წინ ედგა წუთებს წამებში,
ახლაც ისევე გრძნობით ელავდა
ჭაღარა მოხუცის შავი თვალები.
ზაფხულის იდგა საღამო გრილი
მაღალ გორაკზე კი დიდი ხის ქვეშ
ნორჩი ქალწული ცისფერი კაბით
ღიმილით უსტვენდა პატარა ჩიტებს.
იმ წუთას მისთვის ალბათ არც იყო
სხვა უკეთესი ქვეყნად საცქერი,
გრილი საღამო ივლისის თვეში
და ეს ქვეყანა მთლად მრავალფერი.
შემთხვევა იყო ან ალბათ ბედიც
ზოგნი ამბობენ განგება ღმერთის
რომ იმ საღამოს დიდი მუხის ქვეშ
შავთვალა ვაჟიც გამოჩნდა გვერდით.
ქალს, რომ უცქერდა ღიმილით მოსილს
უცებ გაჩერდა ქვეყნად წამები
და ალბათ მაშინ ვაჟმა შეიგრძნო,
ის გულის ძგერა ასე მტანჯველი.
იმ ქალიშვილის მწვანე თვალები
სხივებს, რომ ჰფენდა ირგვლივ შთამოსილთ,
ტუჩის კუთხეში ღიმილს გვიქადდა
ღაწვიან ლოყის თეთრი ნაჩვლეტი.
ვაჟს მოაგონდა ლეგენდად თქმული
თითქოს ქვეყანას მართავს ის ძალა
აბსტრაქტულია–ვერ შეეხები
სიყვარულს ეძახის მთელი ქვეყანა.
აბა სხვაგვარად რით ახსნის კაცი
იმ დიდი ძალით მიზიდულობას,
გრავიტაცია კი არა ქალი
ამ ქვეყნად მხოლოდ მისით გამაგრდა.
მოგონებები გაიჭრა სცენად
და ფართოთ გახსნენს მისი ფარდები
კაცს მოაგონდა ის თეთრი ფატა
პატარძლის მორცხვად დახრილი თვალები.
პირველი ღამე, ვნების ქარცეცხლი
ახალგაზრდობის სისხლი ძარღვებში
შემდეგ კი მალე, ქალის ხელებში
პატარა სახე, ცისფერ სახვევში.
კადრებმა თავში იწყეს სირბილი
განვლო ცხოვრების წლები წამებში
მოხუცი კაცი კი კვლავ სანთლით ხელში
ცრემლებს აფრქვევდა შავ მიწის ზევით.



№1  offline წევრი nini31323

აი ძალიან ძალიან თბილი და სევდიანი იყო! ერთ ლექსში ჩატეული მთელი სიყვარული, მთელი ისტორია,რომელიც შეიძლება უამრავ ფურცელზე დაწერო! ულამაზესი და თბილი ოჯახი დახატე! იშვიათად ვკითხულობ ლექსებს ჩაბუქროლებ ხოლმე სიახლეების ზოლში,მაგრამ რატომღაც ივლისმა (ჩემი დაბადების თვეა ) დამაინტერესა და წავიკითხე.კარგია რომ წავიკითხე.მესიამივნა და გული გამითბა! <3 მადლობა ამ ლექსისთვის! <3

 


№2  offline წევრი Jane18

nini31323
აი ძალიან ძალიან თბილი და სევდიანი იყო! ერთ ლექსში ჩატეული მთელი სიყვარული, მთელი ისტორია,რომელიც შეიძლება უამრავ ფურცელზე დაწერო! ულამაზესი და თბილი ოჯახი დახატე! იშვიათად ვკითხულობ ლექსებს ჩაბუქროლებ ხოლმე სიახლეების ზოლში,მაგრამ რატომღაც ივლისმა (ჩემი დაბადების თვეა ) დამაინტერესა და წავიკითხე.კარგია რომ წავიკითხე.მესიამივნა და გული გამითბა! <3 მადლობა ამ ლექსისთვის! <3


უიი, ძალიან დიდი მადლობა. გამიხარდა, სიმართლე გითხრათ არც მოველოდი გამოხმაურებას.
ზოგადად ლექსებს ხშირად არ ვწერ,მაგრამ ეს ლექსი რამდენიმე თვის წინ უცებ შემოიჭრა გონებაში და დღეს დადება გადავწყვიტე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გამახარა თქვენმა კომენტარმა ძალიან. relaxed <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent