დედა უმწიკვლო და უმანკო ვარდია!
ქვეყნად დედის ღიმილი მიყვარს მისი სიტყვები მინათებს წყვდიადს მას ჩემი ცხოვრება ნათელში მიაქვს დედას შევადარებ მხოლოდ განთიადს! დედა ლამაზი, უმწიკვლო და უეკლო ვარდია მისი სულის მადლი ჩემს სხეულს ატყვია უმისობას სჯობია მკლავდეს მე ტყვია ის წმინდანი და ხატია მასე დედა ქვია! დედა კურნავს შვილის ყველა ტკივილს ის ამქვეყნად ყველასათვის უდრის ღიმილს! მისი წყენისათვის ყველას გავუთხრი მე მიწას მისი ცრემლი იგივეა როგორც წვიმა დედამიწას! დედის გარდა ყველა წავა, ყველა ერთად მიგატოვებს დედა სულ შენთან არის არ შეგაჩვევს სიმარტოვეს. მისი ერთი ჩახუტება ყველა ტკივილს გაგიქარვებს სიმაღლიდან ვარდნისას მხოლოდ დედა დაგიკავებს! მისი ერთი გაღიმება ყოველ წამს რომ მილამაზებს ქვეყნად ვერვინ ვერ მაჩვენებს მაგისთანა სილამაზეს. მისი სიტყვა იგივეა როგორც ცაზე გაელვება აღარ ვიცი რაღა ვთქვა სიტყვები არ მელევა. ამ ქვეყნად ვინც გაჩნდა, და დაჩაგრა მისი დედა ის ცოდვებით სავსე არის ასეთი რამ რომ გაბედა! მან ბედნიერება და კარგად ყოფნა დამიბედა მე შენი მადლიერი ვარ საყვარელო ჩემო დედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.