შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ია'სამნის_ფერი


21-05-2017, 14:43
ავტორი Steppenwolf
ნანახია 2 374

სევდა მოერია გრძნობას.
ახლა... ია_სამანია სერი.
ახლა გადაიღებს წვიმაც...
მაგრამ დაიწყება შტორმი.
ჩემი არაფერი შეგრჩა.
გარდა ია'სამნის_ფერი.
ფიქრით განისლული ზეცა
თვლემს და არად აგდებს სევდას.
წამით შერხეული კაბა,
კაბა იასამნის_ფერი.
სუნი დამიტოვე გრილი,
იის სურნელივით თბილი.
მხრებზე დაყრილია თმები,
თმები_
გაჟღენთილი იით.
თმები,
დატალღული, სველი...
თმები... ნაფერები თმები...
შენში შერჩენილი თრთოლვა
სხეულს დაუბრუნებს
ფერებს
ჩემში არსებული ლტოლვა
ეძებს დაოკებულ ვნებებს...
ქარი, უჩვეულო ქარი
ტალღად დაატარებს
კერპებს.
შენში არსებული ია
გგავს და მივამსგავსე
ღმერთებს.
ჩემი არაფერი შეგრჩა
ჩემი ია'სამნის_ფერი.
გარდა'ცვალებაა ყველგან,
მხოლოდ სული არის წრფელი.
ია დააყარეთ საფლავს
ია დამაყარეთ ია...
ია'სამნისფერი ია.
სევდა მოერია გრძნობას
გარდა_ცვალებაა წამი'ც
შიშით შეპყრობილი მზერა
მწავს და მანადგურებს
წამში.
იასამნებივით გრილი
იასამანივით გელი.
შენი სურნელი აქვს ზეცას,
ისიც* იებივით ფერადს.
სევდა მოერია გრძნობას
ახლა ია_სამანია სერი.
ახლა გადაიღებს წვიმაც
მაგრამ დაიწყება შტორმი.
ჩემი არაფერი დაგრჩა
გარდა იასამნის_ფერი.



№1 სტუმარი ლიკა ლიკა

პირველად წავიკითხე ეს ლექსი, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ადრეც წამიკითხავს,თან ბევრჯერ :/ გადაღეჭილი ფრაზები იყო თავიდან ბოლომდე :/

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია. როგორ მომეწონა...

 


№3 სტუმარი Sota

არ ვიცი რამდენჯერ წავიკითხე. შენი საქმეა წერა! სულ უნდა წერო, სულ! ღვთისგან დამადლებული ნიჭი გაქვს. მიხარია რომ შემთხვევით “შემომეკითხე“.
ძალიან მაინტერესებს რამდენი წლის ხარ.

 


№4  offline წევრი Steppenwolf

20 წლის ვარ.
--------------------
მიაძაკი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent